მთელი მსოფლიო შეძრწულია ალეპოს ტრაგედიით. გადავარჩინოთ ალეპო – თითქმის ყველგან ისმის მოწოდებები. თუმცა ფაქტია: ომი გრძელდება, მშვიდობიანი მოსახლეობა სადისტურად იხოცება. ომმა გამონაკლისი არ იცის: ქალები, ბავშვები, მოხუცები… ომს თავისი წესები აქვს, ომს დანდობა ჩვევია… საქართველოსთვის მსგავსი კადრები უცხო არ არის… ჩვენთვის ეს განცდა ნაცნობი და ახლობელია და ამიტომ კიდევ უფრო კარგად გვესმის ამ ტრაგედიის სიმძაფრე…