LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ალეპოსთვის!”- თბილისში ალეპოელებისთვის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

84

სირიის, ალეპოს მოსახლეობის ტრაგედიას, თბილისი  მხარდამჭერი აქციით გამოუცხადებს თანადგომას.

აქცია სოციალურ ქსელში, რიგითი მოქალაქეების მიერ დაიგეგმა და სამშაბათს, 8 საათზე რუსეთის საელჩოსთან ელიან ყველას, ვინც მშვიდობიანი მაცხოვრებლების ტრაგიკულმა ბედმა, ათეულობით ბავშვისა და მათი მშობლების დაღუპვამ შეაშფოთა.

თბილისში, სირიელი ხალხის მხარდამჭერი აქციის დაგეგმვა „ფეისბუქის“ საშუალებით, ერთ-ერთმა რიგითმა მოქალაქემ, ანა გაბელაიამ, როგორც თავად გვითხრა, უბრალოდ “სხვებს დაასწრო და მხარდამჭერებიც მალევე შეუერთდნენ”.

„აქციის მთავარი მიზანია, უბრალოდ თანადგომა გამოვუცხადოთ იმ ადამიანებს, ვინც დაკარგა ოჯახის წევრები, ახლობლები, სახლი. დაკარგეს ყველაფერი, რაც გააჩნდათ. მახსოვს, აგვისტოს ომის დროს რამდენად მმატებდა სიმამაცეს, უცხოელების მიერ დაწერილი თანადგომის პოსტები. სწორედ ამ თანადგომას გამოვხატავთ აქციაზე“ – აღნიშნა რადიო „ფორტუნასთან“ ანა გაბელაიამ.

მისივე თქმით, ეს აქცია უნდა იყოს მხარდამჭერი, ყოველგვარი აგრესიისგან დაცული.

„იმის მიუხედავად, შევძლებთ თუ არა რაიმე თანხის შეგროვებას, თუნდაც ორი ჩაფხუტი რომ ვიყიდოთ სირიაში, ჰუმანიტარული აქციის ფარგლებში მომუშავე ადამიანებისთვის, ეს უკვე ნიშნავს თანადგომას“ – დასძინა ჩვენთან საუბრისას ანა გაბელაიამ

 

ნათია ხუროშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები