ალექსანდრა პაიჭაძე მოარულ ხმებს პასუხობს: „ფანტასტიკური წყვილი ვართ… ეს ყველაფერი წამოვიდა უბრალო ჭორებიდან…“

8
ალექსანდრა-პაიჭაძე

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია ალექსანდრა პაიჭაძე, რომელმაც წამყვანის ყველა შეკითხვას გულწრფელად უპასუხა. 

რას გვეტყვი სკანდალებზე?

იცი, გიგა, ძალიან მაგარი ყოფილა სკანდალებში ცხოვრება, განსაკუთრებით მაშინ, როცა იცი, რომ ყველაფერში მართალი ხარ. პატარა რაღაცას ჩააწვეთებ და იქ წავა ომი და ამბები. რატომღაც ბევრს უნდა, რომ არ იყო კარგად. არ ვიცი, სად გაჩნდა ამდენი ნეგატიური ადამიანი, ადრეც იყვნენ, თუ მერე გაჩნდნენ, ან მერე იყიდეს ტელეფონი და კომპიუტერი. როცა დავდივარ საქართველოს კუთხეებში, ვგიჟდები, რა კარგი ხალხი ვართ. მე მიყვარს ქართველები, ვთვლი, რომ საუკეთესოს ვიმსახურებთ.  ამ  სოცქსელებში კი რა ხდება… ესენი ვინ არიან! კი ბატონო, შეერგოთ ნეგატიური ენერგიები. ზოგჯერ მაინტერესებს, ხოლმე რა უდევს ამ ხალხს თავში, ჰოდა, რეალური პიროვნება რომ გამოჩნდა, ზუგდიდის სოფელში დაურეკეს ამ ქალბატონს, იცნობ საერთოდ ალექსანდრას, ჩვენს ახლობელზე რას ამბობო, არა, არ ვიცნობ, საშინელებებს ხომ წერენ და მეც მაგიტომ ვწერო…

ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული გადაცემის წამყვანი იყავი, რომელიც დაიხურა, ამას როგორ შეეგუე?

ღმერთს ვუყვარვარ, ყველაზე რთულ პერიოდში, როცა მე ორსულად ვიყავი, ამ ქალბატონებმა სულ სიცილში გადამატანინეს, საოცარი ტრიო დამხვდა. კარგის მეტი არაფერი მახსენდება. შემდეგ გაჩნდა ვიქტორია და მასზე გადავერთე, აგრეთვე ჩემს თავზე ზრუნვაზე, ახლა კი ვგრძნობ, რომ მოდის დიდი ტალღით ჩემი ენერგია, რომელიც უნდა გამოვიყენო.

დედობაზე გვესაუბრე, გაგიჭირდა ფორმაში ჩადგომა?

პატარა ვიყავი, როცა ვთქვი, 20 წლის ასაკში ბიჭს გავაჩენ და 30 წლის ასაკში გოგოს-მეთქი და ასე აგიხდეს ყველაფერი საუკეთესო. ერთ კვირაში ჩავდექი ფორმაში. მართალია, ჩემმა მკერდმა ლაქტაციის შემდეგ ფორმა დაკარგა, ერთი წელი ვაჭმევდი ვიქტორიას. ეს პრობლემა მოვაგვარე, ორი წლის შემდეგ მკერდის აუგმენტაცია გავიკეთე. ამის შემდეგ ვიგრძენი სრულფასოვნება.  სამყარო ასეა მოწყობილი, მსხვერპლს მხოლოდ სილამაზე არ მოითხოვს, მსხვერპლს ყველაფერი მოითხოვს. ვიქტორია ყველაფრის მომსწრე იყო, სერიალშიც ერთად ვიყავით. ახლა „ბიუთი“ თემებში ვარ, დუბაიში მივდივარ, ვიზაჟის ტრენინგებს გავდივარ, იქ უამრავ წარმატებულ ქალს ვნახავ. მე ბავშვობის კომპლექსი მაქვს, არ მინდა ვიყო მხოლოდ მაღალი და ლამაზი, მინდა, ჭკვიანიც ვიყო.

ვინ არის შენი პირველი შემფასებელი?

ძალიან კრიტიკულად დედა, ჩუმად – ჩემი და, ასევე ჩემი სადაქალო, ვიწრო წრე, არ მწყინს კრიტიკა. მე, უბრალოდ, არ მინდა, ჩემ გამო სხვა დაიჩაგროს ხოლმე.

ბოლო პერიოდში წერენ, რომ დაგენგრა ოჯახი, რომ დათო დაუბრუნდა ყოფილ მეუღლეს, შენ კი მარტო დარჩი…

ასაკობრივი სხვაობის გამოც ხდება ხოლმე ზოგჯერ კრიტიკა, რატომ ჰგონიათ, რომ 50 წლის მამაკაცები ბებრები არიან. ეს იმიტომ, რომ ვინც ამას წერს, ის 30 წლის ბიჭი თავად არის უვარგისი და სექსუალური ენერგეტიკა გამოცლილი…

მარტო არავინ დარჩა, თუკი ამას გადავწყვეტ, რომ დავრჩე მარტო, კი ბატონო, მაგრამ ეს არ მჭირდება, ფანტასტიკური წყვილი ვართ. ეს ყველაფერი წამოვიდა უბრალო ჭორებიდან, მთელი თბილისი არის ჭორები. გარეთ რომ გახვალ, მხოლოდ ეს აკერიათ პირზე, უბედურიაო…

რა არის შენთვის „ინსტაგრამი“?

ეს არის ჩემთვის გართობისა და შემოსავლის წყარო, აი, მაგალითად, ვიქტორიას დაბადების დღეზე ერთი ლარი არ დაგვიხარჯავს, ყველაფერი იყო გაბარტერებული და აგრეთვე ნაჩუქარი. გაგიჟდა დათოც, ვუთხარი, აი, ხედავ, რა „გერლფრენდი“ გყავს-მეთქი. ოფიციალურად ერთად ვართ, მაგრამ სტატუსი არის ის, რომ შეყვარებულები ვართ, ასე მინდა იყოს სულ.

რა იყო დათოსგან ყველაზე დიდი საჩუქარი?

ეს უფრო იყო საჩუქარი, რომ მითხრა, მილიონი ქალი მყოლია, მაგრამ ერთადერთი ხარ, ვისგანაც მინდა, შვილი მყავდესო. ეს იყო უდიდესი რამ ჩემთვის. ადამიანი არის კოსმოსში, ისეთი ბედნიერია ვიქტორიას გამო. რაც მატერიალურ საჩუქარს შეეხება, მანქანა, ეს უკვე მესამე მანქანაა დათოსგან. ვფიქრობ, რომ ვიმსახურებ, იმდენად ერთგული ვარ, იმდენად ბოლომდე გამყოლი  და თბილი ვარ.  მის შვილებთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს. ჩემი ყოფილი მეუღლეც არაჩვეულებრივი ბიჭია, ვგიჟდები მასზე და ლამის ავურჩიო საცოლე. რადგან მასთან ვსაუბრობ და კაფეშიც ვსხედვართ ხოლმე ზოგჯერ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შევრიგდით…

რომელი ბრენდები მოგწონს?

ვგიჟდები ბალენსიაგაზე, დემნაზე, მის კრეატიულობაზე, საოცარი კაბები აქვს, აი, კიმსაც რომ ეცა, წითელი. ასევე დევიდ კომა, მაჩ ენდ მაჩი. ზოგადად, ქართული რაც მესმის საერთაშორისო, თაყვანს ვცემ. სხვათა შორის, ამ კუთხით არ ვინებივრებ თავს, ოღონდ რატომ, არ ვიცი, გადავეჩვიე ტანსაცმლის ყიდვას. სულ მჩუქნიან, მიბარტერებენ. სხვა რაღაცებზე ვხარჯავ ფულს, ჩემს გოგოებთან ერთად ლანჩებზე, მოგზაურობაზე. სხვათა შორის, ვიკის პირველი დაბადების დღეს მონაკოში ჰქონდა, მშურს შვილო შენი-მეთქი. ვიკის გაუმართლა დედიკოშიც და მამიკოშიც, მისმა სულმა ამ ინკარნაციაში დაიმსახურა ყოველივე ეს. შეიძლება, ადამიანს უჭირდეს მატერიალურად, მაგრამ არ უნდა იწუწუნოს, უნდა ჰქონდეს უკეთესის იმედი. აი, მამაჩემი რომ გარდაიცვალა, პიანინოები გავყიდეთ გვიჭირდა, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ მუდამ ისე უნდა მევლო ქუჩაში, როგორც შინაგანად მდიდარ ადამიანს. ცოტა ხანი ვიგონებდი, რათა მომეზიდა ყოველივე კარგი და ასეც მოხდა.

დათო ეჭვიანია?

კი ეჭვიანია, მაგრამ ურთიერთობის დასაწყისში ვუთხარი, მოგეძღვნები ბოლომდე-მეთქი, მაგრამ შენ თუ იეჭვიანებ, ამით დიდ შეურაცხყოფას მომაყენებ-მეთქი. ჰოდა, არ მაწუხებს, ფანტასტიკურია, ბოლომდე შევუცვალე საშინელი მორიელური ეჭვიანობის თვისება.

ცუდი შეტყობინებები თუ მოგსვლია ქალებისგან?

ზოგადად, სტერეოტიპული აზროვნება უფრო ქალებს აქვთ. ქალებმა უნდა დავინდოთ ერთმანეთი ცოტა. მათ არ აქვთ სასურველი პირადი ცხოვრება. ბოლოს ლელა წურწუმიას ფოტო რომ გავაზიარე, მანდ ატყდა ამბავი, სათითაოდ ავდექი და ყველა დავბლოკე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

მსგავსი თემები