LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ალექსანდრე გაბაშვილი სრულწლოვანი გახდა… რა ქნა რამდენიმე თვემ?! – ჩაასახლა მის ჭურჭელში ადამიანის სული?! არა, რადგან მკვლელი, ნებისმიერ ასაკში, არის მკვლელი!!! თვეები ვერ ცვლის ადამიანებს!“ – ეკა კუპატაძე ალექსანდრე გაბაშვილის ფოტოს გვიზიარებს

274
ეკა კუპატაძე

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში ალექსანდრე გაბაშვილის ფოტოს გვიზიარებს, რომელიც მისი შვილის მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია და წერს, რომ ალექსანდრე გაბაშვილი დღეს სრულწლოვანი გახდა. 

ეკა კუპატაძე: „როცა დ.ჩ-ს სიტყვით გამოსვლა დაიწყო, მე გავიფიქრე, რომ თუ ის სინანულს გამოხატავდა, მე სასამართლოს მის შეწყალებას ვთხვოვდი“

სასამართლომ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დემეტრე ჩიქოვანს 9,9 წლით, ანი ნასყიდაშვილს კი 5,3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ეკა კუპატაძის განცხადებით, „რამდენიმე თვეს ალექსანდრესთვის, არც პასუხისმგებლობა არ გაუზრდია და არც მის ჭურჭელში ადამიანის სული არ ჩაუსახლებია, რადგან მკვლელი ნებისმიერ ასაკში არის მკვლელი“. 

„06.06.2026 — ალექსანდრე გაბაშვილი სრულწლოვანი გახდა!!!

❓ რა ქნა მამამ?!
— დააძრო კიკინები?!

❓ რა ქნა რამდენიმე თვემ?! 
— მოუმატა აზროვნება?!

❓ რა ქნა რამდენიმე თვემ?! 
— გაუზარდა პასუხისმგებლობა?!

❓ რა ქნა რამდენიმე თვემ?!
— ჩაასახლა მის ჭურჭელში ადამიანის სული?!

❓ რა ქნა რამდენიმე თვემ?!

❓ რა ქნა რამდენიმე თვეეეემმმმ?!?!?!

‼️ არც არაფერი!!!!!!!

📌 მკვლე-ლი, ნებისმიერ ასაკში, არის მკვლე-ლი!!! თვეები ვერ ცვლის ადამიანებს!!!“, – წერს ეკა კუპატაძე. 

„ყველაფერს გავაკეთებ, რომ ყველა დამნაშავემ უმაღლესი სასჯელი მიიღოს – მივმართავ გარეთ დარჩენილებს: თქვენ რომ ბიჭი მოკალით, დავმარხე და გგონიათ სახლში თბილ ლოგინს მივაშურე? არა! სახლში თქვენთვის დავბრუნდი!“ – გიგა ავალიანის დედა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g