LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალექსანდრე ჯეჯელავა: “მშობელთა კრების ფორმატი მოძველდა”

169

მშობელთა კრების ფორმატი მოძველდა და საჯაროდ განხილვა, ბავშვების სირთულეებისა თუ მიღწევების, არ არის კარგი შემთხვევა, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ პედაგოგებთან შეხვედრაზე განაცხადა:

მოგეხსენებათ, რომ მშობელთა კრების ფორმატი მოძველდა და საჯაროდ განხილვა ბავშვების სირთულეებისა თუ მიღწევების, არ არის კარგი შემთხვევა. თქვენ, როგორც საუკეთესო პედაგოგები, სწორედ ამას აკეთებთ და ინდივიდუალურად ისედაც მუშაობთ მშობლებთან. ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს დავაკანონოთ, შესაბამისად, ეს საათების და კრედიტების წყარო გახდეს. მშობლებთან დამატებითი მუშაობაც ნებაყოფლობითია.

როგორც ჯეჯელავამ აღნიშნა, ასევე მნიშვნელოვანია სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობა.

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ამ ბავშვებს არ ყოფნით სტანდარტული საათები. ყველა პედაგოგი, აქაც ნებაყოფლობით, ვინც დამატებით საათებს ჩაატარებს სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის, ესეც იქნება კრედიტების წყარო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები