სამეფო ოჯახი ტრადიციისამებრ საშობაო წირვას სანდრინგემის ტაძარში დაესწრო. პირველად საშობაო წირვაზე ჩარლზი მეფის ამპლუაში გამოჩნდა, რომელსაც დედოფალი კონსორტი კამილა ახლდა. ღონისძიებას სამეფო ოჯახი სრული შემადგენლობით დაესწრო, მათ შორის პრინცი უილიამი და ქეითი შვილებთან ერთად.
საშობაო წირვაზე ქეითი „ალექსანდრე მაკქუინის“ მწვანე პალტოში იყო გამოწყობილი, რომელიც „ფილიპ ტერსის“ შლაპასა და „ჯანვიტო როსის“ ფეხსაცმელს შეუხამა. პრინცესა შარლოტას კი ზუსტად ის ბორდოსფერი პალტო ეცვა, რომლითაც ის საშობაო კონცერტზე იმყოფებოდა.
ქეით მიდლტონი საახალწლო კონცერტზე ,,სელფ-პორტრეტის” 480 დოლარიან ჟაკეტში გამოჩნდა
მოკრძალებული ნაძვის ხე და 560 დოლარიანი კაბა – ქეით მიდლტონის საშობაო ფოტოზე