LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალექსეი არესტოვიჩი ჭაბუა ამირეჯიბის პერსონაჟს იხსენებს: „დათა თუთაშხიას კონსპირაციის წესი ჰქონდა…“

698
arestovichi

პრეზიდენტ ზელენსკის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი, რომელიც თავისი სამხედრო ანალიტიკური უნარით უკვე მილიონობით ადამიანს აკვირვებს, კიდევ ერთ საინტერესო ვიდეოს ავრცელებს, სადაც დათა თუთაშხიასაც მოიხსენიებს და აღნიშნავს:

„იყო ასეთი ცნობილი ლიტერატურული პერსონაჟი, ქართული ეპოსის, ის ეწინააღმდეგებოდა დაწყევლილ რუსულ ცარიზმს. მას ერქვა დათა თუთაშხია, შესანიშნავი სერიალი იყო, ძველ კარგ დროს.

დათა თუთაშხიას კონსპირაციის წესი ჰქონდა; თუკი შეხვედრა დაგინიშნეს, მასზე ან ერთი დღით ადრე მიდი, ან ერთი დღით გვიან, მუდამ ცოცხალი დარჩები. ზუსტად ეს წესი უნდა გამოვიყენოთ ჩვენს პოზიციებთან დაკავშირებით თუ რუსების მიერ ჩვენი ქალაქებისა და პოზიციების დაბომბვის შედეგებთან დაკავშირებით. მესმის, რომ ყველას უნდა გადაიღოს ფოტო და თქვას, ნახეთ, დაეცა, აფეთქდა, ღმერთო, რა საშინელებაა, მაგრამ ამით მოწინააღმდეგეს საქმეს ვუმარტივებთ…“

შეგახსენებთ, რომ ალექსეი არესტოვიჩს საქართველოსთან ბევრი რამ აკავშირებს – ის დედოფლისწყაროშია დაბადებული…

magti 5g