უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი ფრონტზე არსებული მდგომარეობის შესახებ ახალ ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ უკრაინულმა ჯარმა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამეთაურო პუნქტი გაანადგურეს.
„ჩვენმა ჯარებმა გაანადგურეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამეთაურო პუნქტი. ასევე, საჰაერო ძალების მიერ განადგურებულია ხუთი თვითმფრინავი, ორი ვერტმფრენი და რამდენიმე საკრუიზო რაკეტა”, – ამბობს არესტოვიჩი ვიდეომიმართვაში.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.
