LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალექსეი ნავალნი ლეხ ვალენსამ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინა, ამავე პრემიაზე ნომინირებულია პუტინიც

96
ნავალნი

მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე ნომინირებულთა სია ცნობილია. 2021 წელს პრემიაზე წარგენილთა სია, შესაძლოა, უცნაურადაც შეფასდეს და ასე გამოიყურება.

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი,

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი,

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

რომელი მათგანი  მიიღებს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას, ამ ეტაპზე რთული სათქმელია.

პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი პრემიაზე წარადგინა პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატმა ლეხ ვალენსამ. მას პრემია 1983 წელს მიენიჭა.

ნობელის კომიტეტისადმი მიმართვაში ლეხ ვალენსა ხაზს უსვამს ალექსეი ნავალნის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია რუსეთში არსებული კორუფციის გამოაშკარავების და გამოხატვის თავისუფლების დაცვისკენ. ვალენსა აღნიშნავს, რომ ნავალნი წინააღმდეგობას უწევს რუსეთში არსებულ რეჟიმს, რომელიც სულ უფრო ავტორიტარული ხდება.

ალექსეი ნავალნი, გასული წლის აგვისტოს ბოლოს, რუსეთში მოწამლეს „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნივთიერებით მოწამლეს. გერმანიაში ოთხთვიანი მკურნალობის შემდეგ მოსკოვში 17 იანვარს დაბრუნდა.

ის აეროპორტშივე დააკავეს, 2 თებერვალს კი, მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ ე.წ. „ივ როშეს“ საქმეზე თაღლითობის ბრალდებით შეფარდებული პირობითი სასჯელი რეალური პატიმრობით შეუცვალა და 2,5 წლით გაგზავნა საერთო რეჟიმის კოლონიაში.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე აკადემიკოსმა და მწერალმა სერგეი კომკოვმა წარადგინა.

კომკოვის აცხადებს, რომ პუტინს ეს ჯილდო კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში 27 ქვეყნისთვის ჰუმანიტარული დახმარებისა და რუსეთის კონსტიტუციაში ღმერთის შესახებ შეტანილი ცვლილებებისთვის ეკუთვნის.

აღნიშნულ პრემიაზე უკვე მეორედ არის წარდგენილი დონალდ ტრამპი. ტრამპი სერბეთსა და კოსოვოს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაში შეტანილი წვლილისთვისაა ნომინირებული.

მანამდე დონალდ ტრამპი ნობელის პრემიაზე მშვიდობის დარგში ნორვეგიელმა დეპუტატმა წარადგინა. მიზეზი? ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის შეთანხმების მიღწევაში გაწეული დახმარება იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g