LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ალექსიმ გაიღვიძა და რეაგირებს ყველაფერზე“ – აქციაზე დაშავებული 22 წლის ალექსი თირქიას მამიდა სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

149
ალექსი თირქია

3 დეკემბრის ღამეს, საპროტესტო აქციაზე დაშავებულმა 22 წლის ალექსი თირქიამ, რომელსაც ინგოროყვას კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობენ, მედიკამენტოზური ძილიდან გაიღვიძა.

„პაციენტი მიღებულია სკალპის ღია ჭრილობით, შუბლის ძვლის და თვალბუდის და ზედა კიდის კედლის მოტეხილობით“ – როგორია აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ინფორმაციას ალექსი თირქიას მამიდა, ეკა თირქია სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს:

„სასიხარულო ამბავი გვაქვს… ალექსიმ გაიღვიძა და რეაგირებს ყველაფერზე… რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, სტაბილურად მძიმე, იგივე რისკებით… თუმცა, ვიცი რომ ყველაფერი კარგად იქნება“, – წერს ეკა თირქია სოციალურ ქსელში.

სასიხარულო ამბავი გვაქვს…ალექსიმ, გაიღვიძა და რეაგირებს ყველაფერზე…რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, სტაბილურად მძიმე, იგივე რისკებით..თუმცა ,ვიცი რომ ყველაფერი კარგად იქნება ❤️❤️

Posted by Eka Tirqia on სამშაბათი, 10 დეკემბერი, 2024

ცნობისათვის, ალექსი თირქია 3 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს დაშავდა. ექიმების განცხადებით, პაციენტი საავადმყოფოში სკალპის ღია ჭრილობით, შუბლის ძვლის და თვალბუდის და ზედა კიდის კედლის მოტეხილობით, შუბლის წილის კონტუზიური დაზიანებით და თავის ტვინის გარსებში ტრავმული სისხლჩაქცევებით შეიყვანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g