კომპანია Alfa Romeo 2021 წლისთვის 9 ახალი მოდელის გამოშვებას გეგმავს. ამის შესახებ იტალიური ბრენდის ხელმძღვანელი რიდა ბეგლენდი გამოცემა Autocar-თან მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.
17 ნოემბერს, ლოს-ანჯელესის მოტორშოუზე, Alfa Romeo ქროსოვერ Stelvio-ს წარმოადგენს. ავტომობილი BMW X3-ისა და Audi Q5-ის პირდაპირი კონკურენტია. ყველგანმავალი 280 ცხენის ძალის სიმძლავრის გამწევით ხასიათდება.