LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალგეთის წყალსაცავის რეაბილიტაცია იწყება

150
110018412-1461437000715327-7520075122036697896-o

საქართველოს მელიორაცია სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ფარგლებში, ალგეთის წყალსაცავის რეაბილიტაციას იწყებს.

სამუშაოები ითვალისწინებს წყლის დონის საზომი სისტემების, მეტეოროლოგიური სადგურის, ნაგავდამჭერის მოწყობას. ასევე, ქვედა ბიეფში წყალსატარის სარქველების რემონტს, საცემენტაციო გვირაბის გაწმენდასა და დაშრობას.

ჩატარებული სამუშაოები ქვემო ქართლში ათასობით ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს. პროექტის სავარაუდო ღირებულება 1 მილიონ ლარამდეა. პროექტი, რომლის განხორციელებაც უახლოეს დღეებში დაიწყება მსოფლიო ბანკის “ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის” ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 12 თვეში უნდა განახორციელოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g