შობის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისში „ალილოს“ მონაწილეთა მსვლელობა მიმდინარეობს. მომლოცველთა და მგალობელთა გუნდმა მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო.
„ალილოს“ მსვლელობაში მონაწილე პატარებს რესპუბლიკის მოედანზე ტკბილეულები გადასცა თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ.
ამასთან, „ალილოს“ მონაწილეები საზეიმო მსვლელობას რუსთაველის გამზირისა და ბარათაშვილის აღმართის გავლით წმიდა სამების საკათედრო ტაძარში დაასრულებენ. 16:00 საათზე სამების საკათედრო ტაძარში შესრულდება შობის პარაკლისი.