ალიშა ქისი მემუარებს გამოსცემს. ინფორმაცია ამის შესახებ, თავად ამერიკელმა შემსრულებელმა სოციალური ქსელით გაავრცელა.
More Myself – ასე ჰქვია წიგნს, რომელიც ,,ბუქსთორებში” 5 ნოემბრიდან გამოჩნდება. ნამუშევარში მუსიკოსის პირადი ცხოვრებისა და კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო მოვლენები იქნება მონათხრობი. ამასთან, მკითხველი არტისტის პირადი არქივიდან ექსკლუზიურ ფოტომასალასაც იხილავს.
38 წლის მომღერლის ინფორმაციით, საზოგადოებისთვის საკუთარი მოგონებების გაზიარებაში, მას ოპრა უინფრი დაეხმარა.
I can NOT believe this is happening! My sister, mentor & the QUEEN herself helped me share my journey! Thank you @Oprah for letting me share my truth as the 1st release of your new book imprint & for challenging me to become MORE MYSELF. 🙏🏽 https://t.co/OtTdrYYt9W @flatironbooks pic.twitter.com/e5GtMoW88N
— Alicia Keys (@aliciakeys) March 13, 2019