ზედმეტი ალკოჰოლის მიღება ხშირად ადამიანებში უკონტროლო ქცევების მაპროვოცირებელი ხდება. ალკოჰოლი ადამიანებს ისეთი საქციელისკენ უბიძგებს, რასაც ფხიზელ მდგომარეობაში აუცილებლად მოერიდებოდნენ. სპირტიანი სასმელი ნერვიული სისტემის მოდუნების და საჭირო სიმამაცის შეძენის საუკეთესო საშუალებაა.
თუმცა, ბუნებრივია, რომ ალკოჰოლის ეფექტი მხოლოდ პოზიტიური ვერ იქნება. ყველა ვიცნობთ ისეთ ადამიანს, ვინც რამდენიმე ჭიქის შემდეგ „აგრესიულ ლოთად“ გადაიქცევა ხოლმე.
ალკოჰოლსა და ანტისოციალურ ქცევას შორის კავშირი მეცნიერებს არაერთხელ გამოუკვლევიათ. არსებობდა ვარაუდი იმის შესახებაც, რომ ალკოჰოლი ადამიანს რეალური სიტუაციის აღქმას ურთულებს და არასწორი საქციელის მიზეზიც სწორედ ეს ხდება.
ბევრი მსგავს საქციელს გამართლებასაც უძებნის და ყველაფერს სასმელს აბრალებს. თუმცა, უახლესმა კვლევამ დაადგინა რომ სინამდვილეში რეალობა ასე მარტივი არ არის.
აღმოჩნდა, რომ ალკოჰოლმა რა ძლიერი გავლენაც არ უნდა იქონიოს, სინამდვილეში ადამიანის მორალურ სტანდარტებსა თუ პრინციპებზე გავლენას არ ახდენს. შესაბამისად, თუკი ესა თუ ის ფაქტი აგრესიას იწვევს სიმთვრალეში, ადამიანს სიფხიზლეშიც ზუსტად იგივე რეაქცია აქვს, უბრალოდ შესაძლოა ნაკლებად გამოხატავდეს.
ალკოჰოლი ადამიანებს არ ცვლის, უბრალოდ მათ მეტ სითამამეს მატებს რომ გააკეთონ ის რასაც სიფხიზლეში არ ან ვერ გაბედავდნენ.