LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცოფის აცრის შემდეგ 6 თვე არ დალიოო თუ გეუბნებიან, ტყუილია“, – რა განმარტებას აკეთებს ექიმი არჩილ მარშანია (ვიდეო)

2217
Untitled design

„ცოფის აცრის შემდეგ 6 თვე არ დალიოო თუ გეუბნებიან, ტყუილია“, – ამის შესახებ ექიმმა არჩილ მარშანიამ ისაუბრა.

მის ოფიციალურ ტიკ-ტოკ გვერდზე გავრცელებულ ვიდეოში ექიმი ცოფის აცრის შემდეგ ალკოჰოლის მიღებასთან დაკავშირებულ შედეგებზე გავრცელებულ მოსაზრებებს მითებს უწოდებს და განმარტებას აკეთებს.

ექიმმა ვიდეოში ასევე ისაუბრა კონკრეტულ შემთხვევებზე, რომელიც ცოფის აცრის გაკეთების შემდეგ დალევის შედეგად ჯანმრთელობის პრობლემის გაუარესებით დასრულებულა. არჩილ მარშანიამ აღნიშნა, რომ ასეთი შემთხვევების გამოკვლევის შედეგად დადგენილა, რომ მიზეზი სხვა რამ იყო.

„არანაირი კავშირი ცოფის აცრის ვაქცინის შემდეგ 6 თვიან მშრალ კანონზე არ არსებობს. უბრალოდ, ერთი ამბავი ისიც არის, რომ ზედმეტი დალევა არც ცოფის აცრამდე შეიძლება და არც შემდეგ. ცხადია ეს არც იმას ნიშნავს, რომ რადგან ეს მითია, აცრის კაბინეტში დავიწყოთ დალევა და მერე გავაგრძელოთ 2-3 კვირა ქეიფი და დროსტარება. არა, იმიტომ, რომ ალკოჰოლიზმი, ზოგადად ცუდად აისახება იმუნურ სისტემაზე.

ამიტომ, საუკეთესო ვარიანტია, სანამ იკეთებთ ვაქცინაციას უბრალოდ მოერიდეთ დალევას. ალაგ-ალაგ თუ ერთ ან ორ ჭიქას მოწრუპავთ, ამით არაფერი დაშავდება. როგორც კი დაასრულებთ ვაქცინაციის კალენდარს, მერე შეგიძლიათ ზომიერად დალევა.

საიდან მოვიდა ეს მითი? ორი თეორია არსებობს:

ადრე, როდესაც ჯარისკაცებს ცრიდნენ, ორ დღეს აძლევდნენ დასვენებისთვის. ამ დროს კი სავალდებულო ჯარში მყოფი ჯარისკაცები, რომლებსაც ორი თავისუფალი დღე ჰქონდათ რას იზამდნენ? მიდიოდნენ, სვამდნენ ბევრს და გადადიოდნენ ერთმანეთის თავ-პირის მტვრევაზე. ერთ-ერთი ვერსიით, სავარაუდოდ ამ დროს კი ეს მითი გამოიგონეს, რათა ჯარისკაცების დაპირისპირება აერიდებინათ.

მეორე თეორია რუსეთიდან მოდის. ე.წ  ბომჟებთან ხშირი იყო ძაღლების კბენა, მათ რო მცრიდნენ ეუბნებოდნენ არ დალიოო, იმიტომ, რომ ალკოჰოლიზმს ახასიათებს ვერნიკის ენცეფალოპათია, რომელიც ცოფის სიმპტომებს და ექიმებს აინტერესებდათ განესხვავებინათ რაიმე სიმპტომი, რომ ცოფია თუ ვერნიკის ენცეფალოპათია და ერთ-ერთი სავარაუდო მიზეზი, რატომაც შეიძლება იყოს ეს მითი გავრცელებული, შეიძლება იყოს ეს“, – აღნიშნავს ექიმი.