ექიმი არჩილ მარშანია ჰანტავირუსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს და განმარტავს, რომ აღნიშნული ტიპის ვირუსი ახალ პანდემიას არ გამოიწვევს.
„ჰანტავირუსი ახალ პანდემიას არ გამოიწვევს, შეგიძლიათ არ ინერვიულოთ. მინდა აგიხსნათ, თუ რატომ არის ნაკლებსავარაუდო და თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ის პანდემიას ვერ გამოიწვევს, როგორც კორონავირუსი. ორი ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავება აქვს მას კოვიდისგან. პირველი ის, რომ ჰანტავირუსის გავრცელებას სჭირდება სიმპტომური დაზარალებული პაციენტი და მასთან ძალიან მჭიდრო და ხანგრძლივი კონტაქტი და მეორე, მას სიკვდილიანობა სამწუხაროდ ძალიან მაღალი აქვს და ასეთი მძიმე ვირუსული ინფექცები პანდემიას ასე მარტივად ვერ იწვევენ. ამიტომაც შეგიძლიათ მშვიდად იყოთ და არ ინერვიულოთ“,- აღნიშნავს ექიმი არჩილ მარშანია.
