ტურისტული სეზონის განმავლობაში ალპებში ავტომობილებით მოძრაობა შეიზღუდება. იტალიის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ალპები ზედმეტი საცობებისგან განტვირთოს და ჰაერის დაბინძურებისგანაც დაიცვას. სწორედ ამიტომ, კვირის დღეებში დილის 9 საათიდან საღამოს 4 საათამდე მძღოლები აღნიშნულ ტერიტორიაზე შესვლას მხოლოდ ტურისტული საშვებით შეძლებენ და ეს საშვები მხოლოდ 1 საათის განმავლობაში იმოქმედებს.
კანონპროექტის ავტორები იმედოვნებენ, რომ სიახლე რეგიონში ავტომობილთა რაოდენობას 20%-ით მაინც შეამცირებს. აღსანიშნავია, რომ ახალი რეჟიმი 31 აგვისტომდე, ანუ ტურისტული სეზონის დასრულებამდე იმოქმედებს.