LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში შუმახერის „ფერარი“ შოკოლადისგან ჩამოასხეს

148
frmll-111

იტალიელებმა შოკოლადის ფერარი გააკეთეს. ყველაზე გემრიელ ფესტივალს ქალაქი მოდენა მასპინძლობს და მის სტუმრებს ბევრი საინტერესო ნამუშევრის ნახვა შეუძლიათ.

ერთ-ერთი გამორჩეული ექსპონანტი არის მიხელ შუმახერის ავტომობილი, რომელიც 1:1-თან მასშტაბით დაამზადეს. შუმახერი დღემდე ყველაზე წარმატებულ და საყვარელ მრბოლელად ითვლება და ის განსაკუთრებით „ფერარის“ ფანებს უყვართ.

წელს გერმანელ ჩემპიონს 50 წელი შეუსრულდა და მისი სპორტქარის დამზადების ერთ-ერთი მიზეზი ეს ფაქტიც გახდა. აღსანიშნავია, რომ შუმახერის ავტომობილის ჩამოსხმას  2500 კგ. შოკოლადი დასჭირდა.

უზარმაზარი ერთადგილიანი Ferrari F2004 – ეს სწორედ ის ავტომობილია, რომლითაც შუმახერმა ყველაზე მეტი გამარჯვება მოიპოვა.

სკულპტურა შოკოლადის გურუმ მირკო დელა ვეკიამ დაამზადა. მირკოს მიერ შექმნილი ნამუშევრები ნამდვილი ხელოვნები ნიმუშებია და გამონაკლისი არც „ფერარი“ გამხდარა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები