LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ალქაჯების გაერთიანება, ტყუილად დროის და ფულის ხარჯვაა – საღამოს რვისთვის თუ შემომეხმიანებით კარგ ოციანს და მაგარ სუფრას დაგახვედრებთ, სადაც ქართულ გენიას, სიმღერების, ეკლესიის როლზე გაგესაუბრებით“ – ირაკლი ზარქუა „თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე“

130
ირაკლი ზარქუა

„ამ ალ­ქა­ჯე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, რაც დღეს აქ ხდე­ბა, მგო­ნია, რომ ტყუ­ი­ლად დრო­ის და ფუ­ლის ხარ­ჯვაა – სა­ღა­მოს რვის­თვის თუ შე­მო­მეხ­მი­ა­ნე­ბით კარგ 20-იანს და მა­გარ სუფ­რას და­გახ­ვედ­რებთ, სა­დაც ქარ­თულ გე­ნი­ას, სიმ­ღე­რე­ბის, ფოლკ­ლო­რის, ის­ტო­რი­ის, წარ­სუ­ლის და მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ის როლ­ზე და ამ ქვეყ­ნის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე კი­დევ ერთხელ გა­გე­სა­უბ­რე­ბით“, – ამის შე­სა­ხებ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტატ­მა, ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ გა­ნა­ცხა­და.

აღნიშნულით იგი ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან საუბრისას თბი­ლი­სის მე-8 სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, სა­ხელ­წო­დე­ბით „გარ­დამ­ტე­ხი წელი“ შეაფასა და თქვა, რომ [ისინი] „ყო­ველ­წლი­უ­რად იკ­რი­ბე­ბი­ან ად­გი­ლობ­რი­ვი უსამ­შობ­ლო­ე­ბი, აგენ­ტუ­რა და შემ­დეგ ზოგი ხელ­მო­ცა­რუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი, ზოგი ევ­რო­პარ­ლა­მენტს მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი”.

„მა­გა­ლი­თად ფო­ტი­გა სა­კუ­თარ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ არ აირ­ჩია და ბევ­რი დრო აქვს ახლა და ამი­ტომ მოგ­ზა­უ­რობს. რა­ტო­მაც არა, ულა­მა­ზე­სი ქვე­ყა­ნა გვაქვს. ხან აქ შე­მო­ირ­ბენს, ხან იქ შე­მო­ირ­ბენს – თან უფი­ნან­სე­ბენ. ბევ­რი ფო­ტი­გე­ბი ეს­წრე­ბი­ან. ეს არის უბ­რა­ლოდ, ალ­ქა­ჯე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, რომ­ლე­ბიც მო­რალს გვი­კი­თხა­ვენ, გვმო­ძღვრა­ვენ, დე­მოკ­რა­ტი­ა­ზე ნო­ტა­ცი­ებს გვი­კი­თხა­ვენ და ვინ?

ერთი ამე­რი­კე­ლის, დე­ვიდ კრა­მე­რის პო­ზი­ცია მო­ვის­მი­ნე. ესეც ერთ-ერთი უსამ­შობ­ლოა, „ნა­ცე­ბის“ სა­ტე­ლი­ტი და ლო­ბის­ტი, რო­მე­ლიც მო­რალს გვი­კი­თხავს. ბიჭო, შენს ქვე­ყა­ნა­ში პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატს ტყვი­ას ეს­ვრი­ან, ოპო­ნენ­ტე­ბი, რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი ბრალს გდე­ბენ, რომ ბა­ი­დე­ნის მთავ­რო­ბა იუ­რი­დი­ულ დე­პარ­ტა­მენტს პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით იყე­ნებ­სო. ანუ, ახორ­ცი­ე­ლებს დევ­ნა­სო. ასე­თი შეხ­ლა-შე­მოხ­ლა და ფაქ­ტე­ბი გაქვთ.

„აშშ-ის დასახელება გლობალური ომის პარტიის ნაწილად, შეურაცხყოფაც არის და სულ მცირე, არაზუსტი – გლობალური ომის პარტია მოსკოვშია, ჩვენ არ ვართ დაინტერესებული ომის გაფართოების ხილვით“ – დევიდ კრამერი

მერე რა­ნა­ი­რად შე­მო­გიტ­რი­ალ­დე­ბა ენა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ან ქარ­თველ ხალ­ხს ჭკუა ას­წავ­ლო დე­მოკ­რა­ტი­ა­ზე. ჟურ­ნა­ლის­ტებს აგ­დებთ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ის გამო და ჩვენ­თან ვინც კი მწვა­ლე­ბე­ლი, ზონ­დე­რი და სის­ხლი­ა­ნი პრო­კუ­რო­რი იყო, ზოგი ახლა ჟურ­ნა­ლის­ტად და მე­დი­ა­მე­ნე­ჯე­რად გვევ­ლი­ნე­ბა, ზოგ­მა კი­დევ პო­ლი­ტი­კო­სო­ბა აირ­ჩია და ყვე­ლას აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ თა­ვის პლატ­ფორ­მა­ზე იბ­ჟუ­ტუ­როს და სი­გი­ჟე­ე­ბი იძა­ხოს. ახლა დე­მოკ­რა­ტია იქ უფრო მა­ღა­ლია თუ ჩვენ­თან?”, – გა­ნა­ცხა­და ირაკლი ზარ­ქუ­ამ.

როგორც მან აღნიშნა, „ალ­ქა­ჯე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბაა, რაც დღეს აქ ხდე­ბა, ტყუ­ი­ლად დრო­ის და ფუ­ლის ხარ­ჯვაა“.

„ეს კარ­გად და­ი­მახ­სოვ­როს ყვე­ლამ – ეს კინო ნა­ნა­ხი გვაქვს. ყო­ველ არ­ჩევ­ნებ­ზე ერთი და იგი­ვე სა­ხე­ე­ბი, და­ფი­ნან­სე­ბით, მუხ­ტი­თა და შე­ძა­ხი­ლე­ბით. მე მგო­ნი ერ­თმა­ნეთს ამ­ხნე­ვებთ. ქარ­თველ ხალ­ხთან, მათ, ვინც დაგ­ხვდათ, სა­ერ­თო არა­ფე­რი აქვთ. ლომ­ჯა­რია, გი­გა­უ­რი და და­ნარ­ჩე­ნი უსამ­შობ­ლო­ე­ბი ქარ­თვე­ლი ხალ­ხი არ არი­ან. ესე­ნი არი­ან თქვე­ნი დაკ­ვე­თით ცალ ფეხ­ზე მო­ცეკ­ვა­ვე ხალ­ხი. ასე რომ სულ ტყუ­ი­ლად ირ­ჯე­ბით.

ამ უსაქ­მუ­რო­ბას, რა­საც თქვენ აკე­თებთ, გირ­ჩევ­დით ნა­ხოთ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა, ჩახ­ვი­დეთ რე­გი­ო­ნებ­ში, ხალ­ხს გა­ე­სა­უბ­როთ ჯო­ბია. მათ შო­რის ჰკი­თხეთ, მი­ლი­ო­ნო­ბით და­ფი­ნან­სე­ბა რომ შე­მო­დის და არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორს აფი­ნან­სებთ, კმა­ყო­ფი­ლე­ბი არი­ან თუ არა, მი­დის თუ არა ად­რე­სა­ტამ­დე. არის თუ არა შე­დე­გის მომ­ცე­მი, რა­საც აკე­თებთ.

აქვე გე­ტყვით – არა, რა­საც თქვენ ამ უსამ­შობ­ლო­ებს გრან­ტის სა­ხით აძ­ლევთ, ხელ­ფა­სებ­ში, რეს­ტორ­ნებ­ში, მოგ­ზა­უ­რო­ბებ­ში, არას­წო­რი მე­სი­ჯის შედ­გე­ნა­ში, რეკ­ლა­მი­რე­ბა­ში იხარ­ჯე­ბა და ად­რე­სა­ტამ­დე ძა­ლი­ან მცი­რე 5-6% მი­დის. ბო­ლოს, თქვენ რომ შე­იგ­ნოთ და გა­ი­თა­ვი­სოთ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ბუ­ნე­ბა, მე შე­მიძ­ლია, რომ სა­ღა­მოს ქარ­თულ, ტრა­დი­ცი­ულ სუფ­რა­ზე დაგ­პა­ტი­ჟოთ, სა­დაც ქარ­თველ გლეხს მო­უს­მენთ, რომ ღირ­სე­ბა­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბას არა­ფე­რი ჯო­ბია.

შალვა პაპუაშვილი: „სამოქალაქო საზოგადოების არსებული ფრანკენშტეინის მოდელი უპერსპექტივოა. გამჭვირვალების კანონის შესრულება კი კარგი საწყისი წერტილია ამ პრობლემის გადასაჭრელად“

ამ ალ­ქა­ჯე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, რაც დღეს აქ ხდე­ბა, მგო­ნია რომ ტყუ­ი­ლად დრო­ის და ფუ­ლის ხარ­ჯვაა. სა­ღა­მოს 8-ის­თვის თუ შე­მო­მეხ­მი­ა­ნე­ბით კაი 20-იანს და მა­გარ სუფ­რას და­გახ­ვედ­რებთ, სა­დაც ქარ­თულ გე­ნი­ას, სიმ­ღე­რე­ბის, ფოლკ­ლო­რის, ის­ტო­რი­ის, წარ­სუ­ლის და მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ის როლ­ზე და ამ ქვეყ­ნის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე.

კი­დევ ერთხელ გა­გე­სა­უბ­რე­ბით. მერე იქ­ნებ გა­ი­თა­ვი­სოთ და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ ამ ქვე­ყა­ნას თი­თის ქნე­ვით არ უნდა და­ე­ლა­პა­რა­კო, თო­რემ მი­ი­ღებ იმ შე­დეგს, რომ მხო­ლოდ ლომ­ჯა­რი­ე­ბი და გი­გა­უ­რე­ბი იქ­ნე­ბი­ან თქვე­ნი მას­პინ­ძლე­ბი”, – გა­ნა­ცხა­და ზარ­ქუ­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა ფაქტს, რომ ყო­ფი­ლი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი, ანა ფო­ტი­გა დღეს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს ეს­წრე­ბა, ზარ­ქუ­ამ აღ­ნიშ­ნა, რომ ის „ნა­ცე­ბის” ლო­ბის­ტია და „ეტყო­ბა, პროგ­რა­მა­ში ასე ეწე­რა“:

„იმ­დე­ნად უავ­ტო­რი­ტე­ტოა და იმ­დე­ნად მი­უ­ღე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა თა­ვი­სი პო­ლო­ნე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის, რომ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში არ აირ­ჩი­ეს და თა­მა­შ­გა­რე, ბორ­ტს მიღ­მა დარ­ჩა. ის ხომ „ნა­ცე­ბის” ლო­ბის­ტია და ეტყო­ბა, პროგ­რა­მა­ში ეწე­რა. რა დროს ფო­ტი­გაა? მან თა­ვის ქვე­ყა­ნას მი­ხე­დოს.

„თქვენ თუ იცით ვის ელაპარაკებით? მე ვარ მიხეილ სააკაშვილი… ვეღარ გამაჩუმებთ! ცოტა ხანი დაგრჩათ“ – მიხეილ სააკაშვილი მოსამართლეს

სან­ქცი­ე­ბი უნდა და­გე­წე­სე­ბი­ნათ რუ­სე­თის­თვის და რა­ნა­ი­რად არის პო­ლო­ნე­თი­დან ვაჭ­რო­ბა აღ­მა­ტე­ბულ ნო­ტა­ში გაქვთ. რა ხდე­ბა ეს? მი­უ­ღე­ბე­ლია ქალ­ბა­ტო­ნო ანა. ამას არ გა­გი­ტა­რებთ და ყო­ველ­თვის გე­ტყვით თქვენც, კუ­ბი­ლი­უს­საც და და­ნარ­ჩე­ნებ­საც.

ლატ­ვია, ლიტ­ვა და პო­ლო­ნე­თი პირ­ველ ად­გი­ლას არის რუ­სეთ­თან ვაჭ­რო­ბა­ში და ჩვენ გვე­უბ­ნე­ბა სან­ქცია და­უ­წე­სე­თო. ძა­ლი­ან ცუ­დად ჩანს, თო­რემ ჩვენ მა­ში­ნაც ვი­ცო­დით და ახ­ლაც ვი­ცით, თქვენ რა­საც წარ­მო­ად­გენ­დით. უბ­რა­ლოდ, თქვენ­თვის არის ცუდი, მა­ინც ევ­რო­პე­ლი სტუ­მა­რი ხართ”. – განაცხადა ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g