LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალტა მეტრომარტის 50% -იანი წილის მფლობელი გახდა

84

კომპანია “ალტამ” და “მეტრომარტმა” ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც “ალტა” “მეტრომარტის” წილის მფლობელი გახდა.

უმსხვილესმა საბითუმო კომპანია “ალტა”  -მ ელექტროტექნიკის ჰიპერმარკეტების ქსელის “მეტრომარტი”-ს 50% წილის შეძენაზე განაცხადი 2017 წლის ოქტომბერში შეიტანა. სახელმწიფოს მიერ კანონით დაწესებული რეგულაციების გავლის შემდეგ, კომპანია “ალტა” 2017 წლის დეკემბრის ბოლოს “მეტრომარტი”-ს წილის გადაფორმებას დაასრულებს.

“აღნიშნული შეთანხმება “ალტასთვის” შესანიშნავ სტრატეგიულ მორგებას წარმოადგენს ვინაიდან ინვესტიციის მიზანია, მზარდი კონკურენციის პირობებში, ლოჯისტიკური ხარჯების ოპტიმიზაცია”,- განაცხადეს “ალტაში”.

შეგახსენებთ, ”ალტამ” 2015 წლის დეკემბერში პირველი დიდი ინვესტიცია განახორციელა ქართულ ბაზარზე, როდესაც ”ოქეისთან” ქსელი გააერთიანა, ახლა კი ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელის“ალტაოქეი”-ს 50%-იანი წილის მფლობელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g