პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, პირები, რომლებიც დაბარების მიუხედავად, კომისიის სხდომაზე არ მიდიან, ჩრდილს აყენებენ კომისიას, კომისიის წევრებს და ცდილობენ, საზოგადოება აბუჩად აიგდონ.
„მინდა ერთი რამ ვუთხრა ყველას – ჩვენ არავის ვაშინებთ. ისე, არაა თითქოს, ვინმეს სადმე დაბარება, ბრალდებულის სტატუსი, ან მსგავსი გვახარებს. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, ჩვენ არ ვართ ბოროტები. მინდა, პირველ რიგში, ამ ადამიანებს ვუთხრა, ჩვენ არ ვართ თქვენნაირები, ღმერთმა დაგვიფაროს. ჩვენ არ ვართ ბოროტები, ეს არის მთავარი წყალგამყოფი რაც განგვასხვავებს. ჩვენ არ ვართ ბოღმიანი ადამიანები.
თეა წულუკიანი გივი თარგამაძეზე: „ოპერაცია „გივი, ჩვენ ვართ, გივი“ წარმატებით დასრულდა, ჩვენ მას შეტყობინება ჩავაბარეთ… ბატონო გივი, მობრძანდით, ვინაიდან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება და ეს იქნება გარდაუვალი“
პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა მიმდინარეობს. საგამოძიებო კომისიაზე ბიზნესმენს, რამაზ ახვლედიანს უსმენენ. დღევანდელ სხდომაზე ასევე დაბარებულები არიან გივი თარგამაძე და კახა დაბრუნდაშვილი.
ჩვენ ღიად, თავისუფალ და დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობას გთავაზობთ. ვთავაზობთ, რომ საჯაროდ, საზოგადოების წინაშე მოვიდნენ და კითხვებზე პასუხები გასცენ. ის, რაც ხდება, რომ გაუგონარი და სრულიად სასაცილო აბსურდული მიზეზებიდან გამომდინარე არ აპირებენ მოსვლას, სინამდვილეში საზოგადოების უპატივცემულობას ნიშნავს. უკაცრავად, მაგრამ ეს ადამიანები ცდილობენ, საზოგადოება აბუჩად აიგდონ,“ – განაცხადა ღუდუშაურმა.
ცნობისთვის, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე რამაზ ახვლედიანი, გივი თარგამაძე და კახა დაბრუნდაშვილი არიან დაბარებული.