„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო.
სოფო ლილუაშვილი: „სინათლეს ბორკილით ვერ დააკავებ! – იმედი მაქვს, რომ ნიკას ეს, მეოთხე დაკავება იქნება ბოლო, აღსრულდება სამართალი“
„მინდა ვუთხრა, რომ ის და რეჟიმის ყველა პატიმარი დღეს არის სინათლე თავისუფლების. სწორედ ამისთვის იბრძვის ნიკა 13 წელია.“
მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას გადაწყვეტილებით, გვარამიას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია.
ელენე ხოშტარია: „შეიძლება ტექნიკურად დაპატიმრებული იყვნენ, მაგრამ ბრძოლაში გამარჯვებულები არიან: გვარამიაც, ჯაფარიძეც, მელიაც და ოქრუაშვილიც – ისინი არაფრის ფასად სისტემას არ აღიარებენ!“
ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
ცნობისთვის, გვარამია დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა.
შესაბამისად, მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეეცვალა.
ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეეცვალა
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო.
ფოტო სლაიდზე: mose