LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალუდა ღუდუშაური საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობაზე: „როცა მათ მიმართ კანონმდებლობა მტკიცე და პრინციპული იქნება, მერე ტირილის, გოდების და მოთქმის რეჟიმში ნუ იქნებიან, რომ თითქოს მათ ვინმე დევნის“

127
ალუდა ღუდუშაური

„როდესაც მათ მიმართ საქართველოს კანონმდებლობა მტკიცე და პრინციპული იქნება, მერე ტირილის, გოდების და მოთქმის რეჟიმში ნუ იქნებიან, რომ თითქოს ვინმე დევნის – საქართველოს კანონმდებლობის მხრიდან ჯერი რომ მიდგება მათი ქმედებების საპასუხოდ ნაბიჯებზე, ეს ადამიანები პირდაპირ ტირიან და მათი ცრემლები საზოგადოებას არაერთხელ აქვს ნანახი“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

როგორც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რითაც კომისიაზე დაბარებული პირების გამოუცხადებლობას გამოეხმაურა.

ღუდუშაურის თქმით, საგამოძიებო კომისიაზე მოსვლა მათი პირდაპირი ვალდებულებაა, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობა აწესებს:

ირაკლი ოქრუაშვილს 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საქმის წარმოების დასრულებამდე საქართველოს საზღვრის კვეთა აეკრძალა

„გარდა საქართველოს კანონმდებლობისა, ეს საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე ვალდებულებაა. ამიტომ, მე მათ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ ცეცხლს ნუ ეთამაშებიან და ნუ მიიღებენ საცირკო წარმოდგენებში მონაწილეობას, რომ თითქოს ამით ერთმანეთის მიყოლებით გამოწვევას აკეთებენ მანიფესტივით, რომ არ მოვლენ საგამოძიებო კომისიაზე. ამით თითქოს საგამოძიებო კომისიას აკნინებენ, სინამდვილეში ეს ადამიანები თავიანთ თავს კიდევ ერთხელ წარმოაჩენენ.

თუ ასეთი მაგარი ბიჭები და გოგოები ხართ, მობრძანდით ქართველი ხალხის წინაშე ღიად და საჯაროდ, გაეცით პასუხი იმ კითხვებს, რომელიც საზოგადოებაშია და რომელიც თქვენი ქმედებებიდან გამომდინარეობს. საგამოძიებო კომისიაზე არმოსვლით ისინი დაუპირისპირდებიან კანონმდებლობას და ქართველი ხალხის ინტერესებს.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავს

კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებით, დოკუმენტები პროკურატურაში დღის ბოლომდე გადაიგზავნება.

ასეთ დროს როგორც კანონმდებლობა, ისე ქართველი ხალხის ინტერესები კომისიიდან გამომდინარე ჩვენი მხრიდან ზედმიწევნით და პრინციპულად დაცული იქნება. ამდენად, მათ პასუხისგება მოიწევს.

ვხედავთ, რომ ეს ადამიანები ძალიან ფსევდო, თითქოს გულადები და მამაცები არიან, სინამდვილეში კი ისინი ძალიან მხდალად და მშიშარად წარმოაჩენენ თავს, როდესაც უარს აცხადებენ საგამოძიებო კომისიაზე მოსვლაზე და კითხვებზე პასუხის გაცემაზე.

„გადატრიალების შემდგომ, სიცოცხლის მოსპობის რისკის მიუხედავად არ წავსულვარ ქვეყნიდან, ამიტომ სიცრუეა, რომ ვითომ ჩემი მიმალვის რისკი არსებობდა – გირაოს საკითხს გავასაჩივრებთ“ – ბადრი ჯაფარიძეს სასამართლომ 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

შესაბამისად, როდესაც მათ მიმართ საქართველოს კანონმდებლობა მტკიცე და პრინციპულ იქნება, მერე ტირილის, გოდების და მოთქმის რეჟიმში ნუ იქნებიან, რომ თითქოს მათ ვინმე დევნის. თუ ასეთი მაგრები არიან, კანონმდებლობის რეაგირებასაც ისეთივე აღტკინებით შეხვდნენ, როგორც მანამდე გვესმის ხოლმე განცხადებები, რომ თითქოს გულადები არიან.

როდესაც საქართველოს კანონმდებლობის მხრიდან ჯერი მიდგება მათი ქმედებების საპასუხოდ ნაბიჯებზე ეს ადამიანები პირდაპირ ტირიან და მათი ცრემლები საზოგადოებას არაერთხელ აქვს ნანახი”. – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g