LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ ადამიანზე ამბავი ატეხეს, რომ სამხედრო ექსპერტი დააკავეს. სამხედრო ექსპერტი კი არა, ავადმყოფი და კრიმინალი ყოფილა ეს ადამიანი”- ირაკლი ღარიბაშვილი უჩა აბაშიძეზე

324
ირაკლი ღარიბაშვილი

„მე არ ვარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას, მაგრამ ეს ადამიანი თუ ამას ჩადიოდა, გარდა იმისა, რომ ეს ავადმყოფობაა და საშინელებაა, არის დასჯადი ქმედება”- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ბლოგერ უჩა აბაშიძის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

შსს-ს ცნობით, უჩა აბაშიძე და მისი მეუღლე მარიამ იაშვილი უკანონოდ იღებდნენ და ინახავდნენ სხვადასხვა პირის ინტიმური კავშირის ამსახველ ჩანაწერებს

„მე არ მომისმენია ბრიფინგი, მაგრამ ინფორმაცია, რაც მითხრეს, კატასტროფაა. ამ ადამიანზე ამბავი ატეხეს, რომ სამხედრო ექსპერტი დააკავეს. სამხედრო ექსპერტი კი არა, ავადმყოფი და კრიმინალი ყოფილა ეს ადამიანი.

მე არ ვარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას, მაგრამ ეს ადამიანი თუ ამას ჩადიოდა, გარდა იმისა, რომ ეს ავადმყოფობაა და საშინელებაა, არის დასჯადი ქმედება. სახლში ვიღაცები თუ მიჰყავდა და თვითონ წერდა, კატასტროფაა, ამაზე პოლიცია და სამართალდამცავი სტრუქტურები შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ბლოგერ უჩა აბაშიძის მეუღლე, მარიამ იაშვილი დააკავეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g