LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბლოგერ უჩა აბაშიძის მეუღლე, მარიამ იაშვილი დააკავეს

554
უჩა აბაშიძე მარიამ იაშვილი

სამართალდამცველებმა, ბლოგერ უჩა აბაშიძის მეუღლე, მარიამ იაშვილი დააკავეს. როგორც მარიამ იაშვილის ადვოკატი შოთა თუთბერიძე აცხადებს, მარიამი პოლიციამ სამსახურში დააკავა. ჯერჯერობით უცნობია რა გახდა დაკავების მიზეზი.

„ჩვენ დაგვიბარეს უჩა აბაშიძესთან ბრალის წაყენებაზე და დააკავეს მისი მეუღლე, მარიამ იაშვილიც. ის სამსახურში იმყოფებოდა და იქიდან წაიყვეს დაკავების იზოლატორში. მიზეზთან დაკავშირებით არაფერი ვიცით, ადვოკატი არ ესწრებოდა დაკავების პროცესს”, – განაცხადა შოთა თუთბერიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

პოლიციელებმა ბლოგერი უჩა აბაშიძე დააკავეს – რას აცხადებს ადვოკატი

„დაკავებას, თავის ბოლოდროინდელ აქტიურობას უკავშირებს მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით… რა იარაღებიც ამოიღეს, ის კანონიერად აქვს დარეგისტრირებული”- უჩა აბაშიძის ადვოკატი

„მთელი კამპანიაა აწეული, თითქოს სათამაშო იარაღებზე იყო საუბარი”- შალვა პაპუაშვილი უჩა აბაშიძეზე

„უჩა აბაშიძე ძალოვანთა მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე მიუთითებს“ – ომბუდსმენის რწმუნებულებმა გასულ ღამეს დაკავებულები მოინახულეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები