საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” ერთ-ერთ სტადიონს, რომელიც თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე მდებარეობს, გიორგი შაქარაშვილის სახელი დაერქმევა.
ტარიელ ხეჩიკაშვილის გადაწყვეტილებით, ასევე, პერმანენტულად გაიმართება გიორგი შაქარაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირიც, სადაც მონაწილეობას სხვადასხვა ასაკობრივი გუნდი მიიღებს.
“ჩვენ უკვდავყოფთ მის სახელს, ის იყო და დარჩება ჩვენი ოჯახის წევრად. მისი ოჯახიც და მშობლებიც გაიხარებენ იმით, რომ ამ სტადიონზე პატარა ანგელოზები, მასავით ნიჭიერი ბავშვები დაფრთიანდებიან”, – განაცხადა “პალიტრანიუსის” ეთერში ხეჩიკაშვილმა.
40 დღე “შაქარას” გარეშე – როგორ იხსენებენ თანაგუნდელები ფეხბურთელს (ვიდეო)
გიორგი შაქარაშვილის საქმე 24 ტომამდე გაიზრდა. რა დევს ახალ 2 ტომში – უცნობია. სავარაუდოა, რომ საქმე ანი გაბეჩავას მეგობრების ახალი ჩვენებებით შეივსო. საგამოძიებო უწყებაში გრძელდება დაკითხვები.
გუშინ, 29 ივლისს, შსს-ში ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე “კაწროს” მეგობარი დაჩი ბუაძე და მორაგბე არჩილ გაგნიძის მეგობარი საბა ჭანკოტაძე იკითხებოდნენ. დაჩი ბუაძემ დაკითხვის შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა და საქმესთან კავშირი უარყო.
პარალელურად, საქმეზე დაკავებული 17-ვე პირი კვლავ პატიმრობაში რჩება.
11 სრულწლოვანის ადვოკატმა მცხეთის რაიონული სასამართლოს განჩინება – მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების პატიმრობაში დატოვების შესახებ გაასაჩივრა.
2 დღე რჩება საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების წინასასამართლო სხდომამდე. ადვოკატები პროცესზე მათ გათავისუფლებას მოითხოვენ, თუმცა, ვარაუდობენ, რომ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.