LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ამ არმაგედონში რა დროს ესაა” – გიორგი აბსანძე პირველი არხიდან გაათავისუფლეს

143
irakli-absan-1

„პირველი არხის“ გადაცემა „კვირის ინტერვიუს“ წამყვანი ირაკლი აბსანძე არხიდან გაათავისუფლეს – ამის შესახებ თავად ჟურნალისტმა ფეისბუქზე დაწერა.

„ამ არმაგედონში რა დროს ესაა, მაგრამ წეღან საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შემატყობინა, რომ ჩემთან შრომით ურთიერთობას წყვეტს“, – აცხადებს ირაკლი აბსანძე.

შეგახსებთ, ირაკლი აბსანძე 12 ივლისს „ქართული ოცნების“ ოფისთან დააკავეს.

კადრებში ჩანს, რომ იგი არავითარ წინააღმდეგობას არ უწევს პოლიციას, თუმცა მიუხედავად ამისა მას ძალით სვამენ პოლიციის მანქანაში, რა დროსაც მას ხელი მოტეხეს.

მოგვიანებით ჟურნალისტმა განაცხადა, რომ მას მოტეხილ ხელზე ოპერაცია დასჭირდა – „მარცხენა მხრის დიაფიზის მოტეხილობა; ხვალ ოპერაცია – მარცხენა მხრის ძვლის ოსტეოსინთეზი ფირფიტით და ჭანჭიკებით“.

ირაკლი აბსანძე, განსაკუთრებით ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, მძაფრად აკრიტიკებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და მთავრობის წევრებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g