LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ზედმეტი მუშაობისას ხდება ადამიანის ემოციური გამოწვა, ასეთი ადამიანი ზიანს აყენებს საკუთარ შვილებსაც…“ – პიროვნული ზრდის ტრენერი, ნუგზარ ძიძიგური

392
ნუგზარ ძიძიგური

„პირველ არხს“ ესტუმრა პიროვნული ზრდის ტრენერი, ნუგზარ ძიძიგური, რომელმაც ისაუბრა „ვორკოჰოლიკებზე“, ანუ ადამიანებზე, რომლებსაც ზედმეტი მუშაობა მოსწონთ:

„შრომა კარგია, მაგრამ ვთქვათ, რატომ არის ზედმეტი მუშაობა საზიანო. ხდება ემოციური გამოწვა, აქედან მოდის ინსულტები, გულსისხლძარღვთა დაავადებები. ასეთი ადამიანი ზიანს აყენებს ოჯახსაც, ბავშვებსაც. სახლში მოვიდა „ვორქოჰოლიკი“, ამოწმებს მეილებს, ის ისევ არის სამსახურში, მთლიანად მოცულია სამსახურით. ფიზიკურად არის ოჯახთან, თავის შვილებთან, მაგრამ თან არ არის. ბავშვს აქვს შეგრძნება, რომ დედა მასთან არის, მაგრამ თან, არ არის. შფოთავს, მარტოსულია. პრობლემები აქედან ყალიბდება. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ემოციური კავშირის არქონა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები