ანალიტიკოსი და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ალექსი [ბუკა] პეტრიაშვილი გარდაცვლილი შვილის შესახებ მორიგ ემოციურ პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში:
„ამ დრომდე ხომ სულ მხვდებიან ადამიანები, ვინც მეუბნება ჩემი შვილი/შვილიშვილი/მე თვითონ შოთიკოსთან მეგობრები ვიყავითო! ჰოდა გუშინ ერთმა კარგმა კაცმა მომიყვა საოცარი ისტორია: ჩემი შვილიშვილი და შოთიკო მეგობრობდნენ და ერთ-ერთი მოლხენა/გართობის დროს ყველა დავიქანცეთ, შოთიკო კიდევ არ ჩერდებოდაო.
ჰოდა ვკითხეთ, ბიჭო ან არ იღლები, ან არ იწყენ, ან ცუდ ხასიათზე არ დგებიო! არაო! იმიტომ რომ მე სულ ბედნიერი ვარო! ![]()
![]()
![]()
ერთადერთ, უფრო სწორად ორ რამეს ვისურვებ: არავის ამ ქვეყნად, ხაზს ვუსვამ – არავის!!!!! შეხვდეს 2025 წელს ჩვენნაირი განსაცდელი! და მეორე – იყავი ჩემო შოთია ბედნიერი სადაც ხარ! შენი ბედნიერებით ვიცოცხლებთ ჩვენც სულ ყველა! ![]()
“, – წერს ბუკა პეტრიაშვილი.
