LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ ეტაპზე ცალსახად ვამბობთ, რომ მიღებული ტრავმა სიკვდილს ვერ გამოიწვევდა – ალექსანდრე გეჯაძე გარდაცვლილ ოპერატორზე

1527
ალექსანდრე 33

დამოუკიდებელი ექსპერტის ალექსანდრე გეჯაძე „იმედის კვირასთან“ საუბარში აცხადებს, რომ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას 5 ივლისს მიღებული ტრავმები ვერ გამოიწვევდა.

„ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით სხეულში გამოვლინდა ხუთიოდე ნარკოტიკული ზემოქმედების მატარებელი ნივთიერებები. შესაბამისად, ამის გამო, ცალსახად, ამ ეტაპზე ვამბობთ, რომ მიღებული ტრავმა სიკვდილს ვერ გამოიწვევდა.

მაპროვოცირებელი შესაძლოა თუ არა ყოფილიყო ეს ტრავმა დამდგარი შედეგის ნარკოტიკული ნივთიერების მიღების ფონზე, ამ თვალსაზრისით გვჭირდება სწორედ, პირველ რიგში, ლაბორატორიული მონაცემების ნახვა, თუ რა ცვლილებებია მიკროსკოპულად შინაგან ორგანოებში და ამ მონაცემების მიღებისა და ანალიზის შემდგომ მაღალი ალბათობით დაგვჭირდება ვიწრო პროფილის ექიმ-კლინიცისტების ჩართულობა.

რადგან ამ ეტაპზე, ბუნებრივია, ვერანაირ კატეგორიულ პასუხს მიზეზშედეგობრივ კავშირზე ტრავმასა და დამდგარ შედეგს შორის ვერ ვისაუბრებ. როდესაც სრულად და ბოლომდე მივიღებთ შედეგებს, ამ ექსპერტიზაში მონაწილეობა უნდა მივაღებინოთ გამოცდილ, ცნობილ და ავტორიტეტულ ვიწრო პროფილის კლინიცისტებს. კერძოდ, ნარკოტიკების აღმოჩენასთან მიმართებით გვაინტერესებს ნარკოტიკების ოდენობა, კონცენტრაცია“, – აღნიშნა ალექსანდრე გეჯაძემ სატელევიზიო ინტერვიუში.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ფიზიკურად გაუსწორდნენ, საავადმყოფოდან 10 ივლისს გაწერეს.  11 ივლისს,  გამთენიისას დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ექსპერტიზის შუალედური დასკვნით, შესაძლებელია ითქვას, რომ ლექსო ლაშქარავა ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირებით დაიღუპა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები