LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშქარავას დედა: ცოცხალი ლეში ვარ… მე იმ წუთში მოვკვდი

390
ლექსო ლაშქარავა

„ტვ პირველის გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას დედა თინათინ კახიძემ  ამბობს, რომ ერთი წლის წინ  11 ივლისს, შვილთან ერთად თავადაც მოკვდა.

„ჩემთვის შვილო, სიკვდილი იყო ეს. მე იმ წუთში მოვკვდი. მე ცოცხალი ლეში ვარ. მეც მკვდარი ვარ. რას ჰქვია, ვნახე ჩემი შვილი, შევედი 7-ის ნახევარზე და მკვდარი ლოგინში.

ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც იყო თავის საქმეზე შეყვარებული, შეეწირა ამ საქმეს“, – ამბობს თინათინ კახიძე ჟურნალისტებთან საუბარში.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან დღეს ერთი წელი გავიდა.

5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ მიმართ აგრესიულად განწყობილმა ჰომოფობიურმა ჯგუფებმა 55 ადამიანზე იძალადეს. მათ შორის 53 მედიის წარმომადგენელია. თავდასხმის ერთ-ერთი მსხვერპლი, “TV პირველის” ჟურნალისტი, სასტიკად ნაცემი ლექსო ლაშქარავა, 11 ივლისს, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები