LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდარ მელაძე: ლექსო ლაშქარავას საქმე დარჩება ამ ხელისუფლების სირცხვილად

141
BeFunky-collage (15)

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა. “ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე ერთი წლის წინანდელ მოვლენებს იხსენებს.

“ლექსო ლაშქარავას საქმე დარჩება ამ ხელისუფლების სირცხვილად იმის გამო, რასაც ზუსტად ერთი წლის წინ აკეთებდნენ.

ზუსტად ერთი წლის წინ გაიტაცეს ლექსოს ცხედარი, ზუსტად ერთი წლის წინ დაიწყო ხელისუფლებამ მკვდარი ოპერატორის წინააღმდეგ ბინძური კამპანია და მორალური ტერორის ქვეშ აცხოვრა ჭირისუფალი. ლექსოს დედა, მეუღლე, ოჯახის წევრები, ნათესავები თან ლექსოს გლოვობდნენ და თან უწევდათ იმ ბინძური კამპანიის მოგერიება, რომელიც ხელისუფლებამ გააჩაღა ტვ პირველის 5 ივლისს სასტიკად ნაცემი ოპერატორის წინააღმდეგ. ადრე თუ გვიან აუცილებლად პასუხს აგებენ ის ადამიანები, ვინც ამ ბინძური კამპანიის სათავეში იყო და ვინც ცდილობდა მორალური ტერორით მოეკლა ლექსოს ნათესავები, მეგობრები და დარტყმა მიეყენებინა ტელევიზიისთვის”, – ამბობს “ტვ პირველთან” ნოდარ მელაძე.

5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ მიმართ აგრესიულად განწყობილმა ჰომოფობიურმა ჯგუფებმა 55 ადამიანზე იძალადეს. მათ შორის 53 მედიის წარმომადგენელია. თავდასხმის ერთ-ერთი მსხვერპლი, “TV პირველის” ჟურნალისტი, სასტიკად ნაცემი ლექსო ლაშქარავა, 11 ივლისს, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g