LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეშინია, ჩემთვის მნიშვნელოვან ადამიანებს რამე არ მოუვიდეთ – რას აცხადებს ჟურნალისტი, რომელმაც საქართველო დატოვა

3122
მირანდა ბაღათურია ფორტუნა

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ  ჟურნალისტმა მირანდა ბაღათურიამ საქართველო დატოვა.

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი ჟურნალისტის განმარტებას აქვეყნებს, თუ რატომ გადაწყვიტა პროფესიიდან წასვლა.

„ჩემი ყვირილის ხმა ჩამესმის და მახსენდება ის, თუ როგორ ჩამოიყვანეს ლექსო და ამოვისუნთქე, რადგან ცოცხალი დავინახე. თურმე დიდი ხნით არ უნდა ამომესუნთქა.

შეიცვალა ის, რომ წავედი პროფესიიდან. არა იმიტომ, რომ მეშინია ან რამეს გავურბივარ, არამედ იმიტომ, რომ აღარ მინდა იმ ქვეყანაში ვმუშაობდე ამ პროფესიით, რომელშიც კიდევ ბევრჯერ შეიძლება იგივე დაგემართოს. შეიცვალა მთავარი – ლექსო აღარ არის ცოცხალი და ზუსტად ვიცი, რომ არა 5 ივლისი, ის დღეს ცოცხალი იქნებოდა. 5 ივლისი იყო მისთვის ფსიქოლოგიურად მძიმე და დამამცირებელი. ვერ გაუძლო, მაგრამ ძალიან მამაცი იყო.

საქართველოდან წასული მირანდა ბაღათურია: „იმდენად მძიმე, რომ მომიწია ტაიმაუტის აღება ამ პროფესიაში.. ჩვენ ქუჩაში, ჩვენი მიკროფონებით, შესაძლებელია ისევ გავხდეთ ძალადობის მსხვერპლი“
შეიცვალა ჩემი მიდგომები და შეხედულებები ყველაფრის მიმართ. შიშები გამიჩნდა, თუმცა არა საკუთარ თავთან, არამედ გარშემომყოფებთან დაკავშირებული. მეშინია, ჩემთვის მნიშვნელოვან ადამიანებს რამე არ მოუვიდეთ. მძიმეა ეს ერთი წელი და ამას ვერაფერს ვუხერხებ.“-  ამბობს მირანდა ბაღათურია.

შეგახსენებთ, 2021 წლის 5 ივლისს, თბილისი პრაიდის საწინააღმდეგო ძალადობრივ კონტრაქციაზე მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა. ჟურნალისტებს აქციის მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ, დაუზიანეს ტექნიკა, აიძულებდნენ გადაღებული მასალების წაშლას და აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. დაშავებულთა შორის იყო ,,ტვ პირველის” ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც სასტიკად გაუსწორდნენ ძალადობრივი კონტრ-დემონსტრანტები. თავის არეში მიღებული მძიმე დაზიანებების შედეგად ლექსოს ოპერაცია ჩაუტარდა, რამდენიმე დღეში კი ის საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

„5 ივლისი არ მახსენდება, რადგან არც არასდროს დამვიწყებია. როდესაც უფრო მეტს ვფიქრობ ამ დღეზე, ძალიან დიდი ტკივილი მიტევს, შიგნიდან ვიფიტები და მხოლოდ რამდენიმე კადრი მიდგას წინ.

მირანდა ბაღათურიამ საქართველო დატოვა: „ძალიან მძიმე წელი იყო ჩემთვის

მირანდა ბაღათურია „თბილისი პრაიდის“ დროს დაკავებულ მოძალადეებს: ერთხელ მაინც გინანიათ რაც ჩაიდინეთ? ჩემგან და ლექსოსგან იცავდით ამ ქვეყანას?

ვიდეო: „5 ივლისი შერჩათ“ – რას ჰყვებიან დაზარალებული ჟურნალისტები 5 ივლისის მოვლენებიდან 1 წლისთავზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები