LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არის ჩემთვის და ჩემი 15 კოლეგისთვის ღირსების საქმე…ლექსოს უდიდესი სურვილი იყო, რომ საქმე სტრასბურგში წასულიყო” – მირანდა ბაღათურია სტრასბურგში გაგზავნილ სარჩელზე

122
BeFunky-collage

“ეს არის ჩემთვის და ჩემი 15 კოლეგისთვის ღირსების საქმე”- ამის შესახებ ჟურნალისტმა მირანდა ბაღათურიამ 5 ივლისის ძალადობის საქმეზე სტრასბურგის ევროპულ სასამართლოში გაგზავნილ სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ლექსო ლაშქარავას უდიდესი სურვილი იყო, რომ საქმე სტრასბურგში წასულიყო.

5 ივლისის ძალადობის საქმეზე 16 ჟურნალისტი სტრასბურგის სასამართლოს საჩივრით მიმართავს

ეს არის ჩემთვის და ჩემი 15 კოლეგისთვის ღირსების საქმე. ამას ჩემთვის პრინციპული დატვირთვა აქვს, რადგანაც მე ჩემს მეგობარს, ლექსო ლაშქარავას, გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე პირობა მივეცი, ლექსოს უდიდესი სურვილი იყო, რომ საქმე სტრასბურგში წასულიყო. სულ ვახსენებდი იმას, რომ ამ ქვეყანაში სამართლიანობა არ დასრულდებოდა იმით, რომ კონკრეტულად ჩემს საქმეზე 7 ადამიანი იქნებოდა დაკავებული.

საქმე ევროპულ სასამართლოში მიდის და ძალიან ამაყი ვარ, რადგან პირობა შევასრულე და ახლა დაველოდებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

დაუსჯელი არავინ არ უნდა დარჩეს, უნდა დაისაჯონ ხელისუფლების წარმომადგენლებიც, რომლებმაც ამ ძალადობას მწვანე შუქი აუნთეს” – განაცხადა “ტვ პირველთან” მირანდა ბაღათურიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები