LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მირანდა ბაღათურიას ქვეყნიდან წასვლა ჩვენი მარცხია: ნიკა გვარამია

312
nika-gvaramia_0.png

“მირანდა ბაღათურიას წასვლა ქვეყნიდან არის ჩვენი მარცხი. არ შეიძლება ის მიდიოდეს და ორკები რჩებოდნენ ქვეყანაში”- ამის შესაებ ნიკა გვარამიას “ტვ პირველის”ეთერში განაცხადა.

“დღეს გავიგე მირანდა ბაღათურიას წასვლის შესახებ. ფანტასტიკური ახალგაზრდა ჟურნალისტი, ძალიან საყვარელი, კაფანდარა გოგო, რომელიც თვალებიდან არ ამომდის. ეს არის ჩვენი მარცხი. არ შეიძლება მირანდა მიდიოდეს და ორკები რჩებოდნენ ქვეყანაში. ეს უკვე სახელმწიფოს მოსაგები ომია”- თქვა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, ჟურნალისტმა მირანდა ბაღათურიამ ქვეყანა დატოვა და ემიგრაციაში წავიდა. მისი თქმით, ამის მიზეზი 5 ივლისი გახდა, როცა მოძალადეები მის ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას თავს დაესხნენ.

მირანდა ბაღათურია: „ახლა თუ გავიღიმებ, სინდისი მაწუხებს, საჭმელს თუ ვჭამ, მრცხვენია, თუ რამე ვიდეოს ჩავრთავ, ხმას ვუწევ, მგონია, რომ სირცხვილია, შინაგანად ძალიან ვგლოვობ…“

მირანდა ბაღათურია „თბილისი პრაიდის“ დროს დაკავებულ მოძალადეებს: ერთხელ მაინც გინანიათ რაც ჩაიდინეთ? ჩემგან და ლექსოსგან იცავდით ამ ქვეყანას?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები