LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ ეტაპზე „ფაიზერის“ 28 ათასი დოზა ჩამოვიდა – გამყრელიძე

49
amiran gamyrelidze

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის  დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში ფაიზერის 28 ათასი დოზა ჩამოვიდა.

როგორც გამყრელიძე ჟურნალისტებთან განმარტავს, ქვეყანამ „ფაიზერი“ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების ფარგლებში მიიღო და ეს პირველი პარტიაა.

უწყება ვარაუდობს, რომ ივლისის თვეში, ყოველკვირაში შემოვა დამატებით პარტიები – „ამ წლის განმავლობაში მილიონამდე დოზა შემოვა“.

„ამ ეტაპზე შემოსულია 28 ათასი დოზა, რომელიც გაიყოფა 2 ნაწილად. მოგეხსენებათ, მეორე დოზა კეთდება 3 კვირის შემდეგ, ამიტომ ყველას ვინც პირველი დოზით აიცრა, მეორეც გარანტირებულად შეხვდება.

ჯავშნის ასაკი იქნება ამ ეტაპზე 18 წელს ზემოთ, მაგრამ იმუნიზაციის საბჭოს გადაყწვეტილება უკვე არსებობს, რომ ასაკი დაიწევა „ფაიზერზე“ – 16 წლის ზემოთ. ეს გაფორმდება მინისტრის შესაბამისი ბრძანებით და უკვე მეორე პარტია რომ შემოვა, იქ უკვე ასაკი იქნება 16 წლის ზემოთ,“ – აცხადებს გამყრელიძე.

მისივე ინფორმაციით, პირველ ეტაპზე „ფაიზერით“ აცრიან იმ კლინიკებში, ვისაც ამის გამოცდილება მანამდე ჰქონდა. სულ ასეთი ქვეყნის მასშტაბით შვიდია, თუმცა, მათი რიცხვი ივლისსა და აგვისტოში გაიზრდება.

ცნობისთვის, “ფაიზერით” იმუნიზაცია მოქალაქეებს პირველ ეტაპზე 7 სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ.

ცნობილია, რომელ კლინიკებში შეძლებთ “ფაიზერით” აცრას

გამყრელიძე: “ფაიზერის” ვაქცინაზე რეგისტრაციის ასაკი 16 წლამდე დაიწევს, მაგრამ არა – ახლა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g