LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ ეტაპზე საუბარია რამდენიმე ასეული ათასი ლარის ხარჯვის მიზნობრიობაზე – ბურჭულაძის საქმის პროკურორი

80

გამოძიებას პაატა ბურჭულაძესთან კითხვები კონკრეტული მგზავრობის დაფინანსების, ქონების შეძენისა და სხვა ხარჯების მიზნობრიობაზე ექნება – ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა მაია ჯვარშეიშვილმა განუცხადა, რომელიც ფონდ “იავნანას” დამფუძნებლის მოწმის სახით გამოკითხვის პროცესში მონაწილეობს.

როგორც მან აღნიშნა, გამოძიებამ ფონდიდან მისი დაფუძნებიდან 2017 წლის ჩათვლით არსებული დოკუმენტაცია ამოიღო და მათი შესწავლის შემდეგ არაერთი კითხვა გაუჩნდა ხარჯების მიზნობრიობასთან დაკავშირებით.

კითხვაზე, იკვეთება თუ არა ამ საქმეში ვინმეს, მათ შორის პაატა ბურჭულაძის ბრალეულობის საკითხი, ჯვარშეიშვილმა განაცხადა, რომ ყველა სხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება და შესაბამისი სამართლებრივი შედეგი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მისივე თქმით, საუბარია რამდენიმე ასეული ათასი ლარის ხარჯვის მიზნობრიობაზე, რაზეც პროკურატურას კითხვები გაუჩნდა.

“ცალკეული საკითხები ეხება მგზავრობის დაფინანსებებს, კონკრეტული ქონების შეძენის მიზნობრიობას, ასევე სხვა მიმდინარე ხარჯებს, რომელთან დაკავშირებითაც გამოძიებას არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო კითხვა აქვს. გამოძიების ამ ეტაპზე საუბარია რამდენიმე ასეული ათასი ლარის ხარჯვის მიზნობრიობაზე,” – აღნიშნა პროკურორმა.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g