LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ ფაქტს ვსწავლობთ და შესაბამისი რეაგირება განხორციელდება“ – შს მინისტრის მოადგილე გიორგი გახარიასთვის კვერცხების სროლაზე

146
ალექსანდრე დარახველიძე

აეროპორტში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას კვერცხები დაუშინეს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, უწყება სწავლობს.

ვიდეო: სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, როგორ დაუშინეს კვერცხები მიუნხენის კონფერენციიდან თბილისში დაბრუნებულ გიორგი გახარიას აეროპორტში

როგორც შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, „განხორციელდება შესაბამისი რეაგირება“.

„ჩვენ ვსწავლობთ ამ ფაქტს და შესაბამისი რეაგირება განხორციელდება,“ – თქვა ალექსანდრე დარახველიძემ.

„ეს ჩვენი ხელწერა არასდროს ყოფილა, ბატონი გახარიას ინტერესში შედის, რომ „ქართულ ოცნებას“ დააბრალოს… ჩვენ მილიონ 120 ათასზე მეტი ამომრჩეველი გვყავს, შეიძლება ვიღაცამ უკმაყოფილება ასე გამოხატოს..“ – მაჭავარიანი გახარიასთვის კვერცხების სროლაზე 

ცნობისათვის, დღეს პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ ლიდერს, გიორგი გახარიას, რომელიც მიუნხენის კონფერენციიდან თბილისში დაბრუნდა, აეროპორტში წინასწარ ორგანიზებული „ზონდერჯგუფი“ დაახვედრეს. პარტიის განცხადებით, წინასწარ მომზადებული ჯგუფის მხრიდან ყოფილი პრემიერის მიმართ ადგილი ჰქონდა შეურაცხმყოფელ შეძახილებს.

მოგვიანებით, დღესვე, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინციდენტის ამსახველი კადრები, რომელშიც ჩანს, როგორ დაუშინეს კვერცხები გიორგი გახარიას.

ვოლსკი: „გახარიას არც უნდა უკვირდეს, რომ ვიღაცამ შეიძლება კვერცხი ესროლოს ან რაღაც ტიპის შეურაცხყოფა მიაყენოს – გადახედოს თავის საქმიანობას და ადვილად დაასკვნის, რომ ამას არანაირი მაღალი დონის ორგანიზება არ სჭირდება“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g