LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარია: „მზია ამაღლობელი გაუტეხელი, ძლიერი ადამიანის სიმბოლოა, მასთან რეჟიმი მთავარში – ღირსების ბრძოლაში დამარცხდა“

143
გიორგი გახარია

„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელისთვის 2-წლიანი პატიმრობის მისჯას პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში ეხმაურება.

სასამართლომ მზია ამაღლობელს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

როგორც გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს, „მზია ამაღლობელი გაუტეხელი, ძლიერი ადამიანის სიმბოლოა, მასთან რეჟიმი მთავარში – ღირსების ბრძოლაში დამარცხდა“.

მოსამართლე მზია ამაღლობელს: „შეგიძლიათ პრეზიდენტს შეწყალების თაობაზე მიმართოთ“

„ოცნებამ პოლიტიკური და სამართლებრივი წითელი ხაზები დიდი ხანია გადალახა, დღეს კი ყველანაირ ადამიანურ და მორალურ ზღვარს მიღმა დადგა და განაჩენი პირველ რიგში საკუთარ თავს გამოუტანა.

მზია ამაღლობელი გაუტეხელი, ძლიერი ადამიანის სიმბოლოა, მასთან რეჟიმი მთავარში – ღირსების ბრძოლაში დამარცხდა.

ჩვენი მხარდაჭერა მზია ამაღლობელს!“ – წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელში.

ვიდეო: „ეს არაა სამართალი! ეს არის საკუთარი თავის და სახის გადარჩენის მცდელობა და სამართალთან საერთო არაფერი აქვს“ – ადვოკატი მაია მწარიაშვილი მზია ამაღლობელის განაჩენზე

შეგახსენებთ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მოსამართლემ მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა. კერძოდ, მას მსჯავრი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.

ოცნებამ პოლიტიკური და სამართლებრივი წითელი ხაზები დიდი ხანია გადალახა, დღეს კი ყველანაირ ადამიანურ და მორალურ ზღვარს…

Posted by გახარია on ოთხშაბათი, 06 აგვისტო, 2025

მზია ამაღლობელის ფოტო სლაიდზე: „ბათუმელები“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები