LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ამ კაცის გაჭრილი გზების მეშვეობით უახლოვდებიან ცეცხლის კერებს”

102

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის პრესსამსახურის უფროსი ნინო ჯღარკავა, თანამშრომლის გმირობაზე წერს.

მისი თქმით, ხალხი უნდა იცნობდეს ოპერატორ მალხაზ ქავთარაძეს, რომელიც ორი ღამეა, მეხანძრეებს ცეცხლის კერასთან მისასვლელ გზებს უკაფავს.

“ყველა სამსახურს თავის გმირი ყავს,იცნობდეთ ნავთობის და გაზის კორპორაციის ოპერატორს მალხაზ ქავთარაძეს,რომელსაც ორი ღამის განმავლობაში არ დაუსვენია, წაღვერში გაუვალ ადგილებზე კორპორაციის ბულდოზერით მუშაობს და სწორედ მისი გაჭრილია ის გზები, რისი მეშვეობითაც მეხანძრეებს საშუალება აქვთ მიუხლოვდნენ ცეცხლის კერებს! ვამაყობ რომ ნავთობ ის და გაზის კორპორაციამ დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნისთვის მძიმე წუთებში! მალხაზ ქავთარაძე მეტსახელად არწივა!კორპორაციის სახელით დიდი მადლობა მას!დღეს დილით საგანგებო შტაბიდან დაურეკეს ხელმძღვანელობას ეს კაცი გმირია სასწაულებს აკეთებს არ შეცვალოთოო, არადა ორი ღამე თვალი არ მოუხუჭავს შეუსვენებლივ მუშაობდა!”, – წერს ნინო ჯღარკავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g