LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარდაბანში კიდევ ერთი თბოსადგურის მშენებლობა იწყება

89

გარდაბანში დღეს, შპს  “გარდაბნის თბოსადგურ 2“-ის მშენებლობას საფუძველი ჩაეყრება.

პროექტის განხორციელების მიზნით, გარდაბანში სიმბოლურად კაფსულა ჩაიდება და ფილა გაკეთდება. 230 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვება 2020 წლის ზამთრის სეზონისთვის იგეგმება.

როგორც ”ფორტუნას” საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციიდან აცნობეს 230 მეგავატის სიმძლავრის თბოსადგურს ჩინური კომპანია „China Tianchen Engineering Corporation (TCC)“ ააშენებს. მასთან ხელშეკრულება მიმდინარე წლის 29 სექტემბერს გაფორმდა.

”გარდაბნის თბოსადგური 2” ბუნებრივ გაზზე იმუშავებს, ექნება ორი ტურბინა და ორივე ტურბინის გენერატორი. აგრეთვე, თბოაღმდგენი ორთქლის გენერატორი, ორთქლის ტურბინები, გამაგრილებელი სისტემები. უკვე არსებული ”გარდაბანი 1”-ის წყლის სისტემა მოდიფიცირებული და სინქრონიზებული იქნება ”გარდაბანი 2”-თან.

China Tianchen Engineering Corporation (TCC) ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინჟინრო-ინდუსტრიული კორპორაციაა, რომელიც 1953 წელს აღმოსავლეთ ჩინეთის ქალაქ ტიანჯინში დაარსდა. ამ ეტაპზე კომპანიის წლიური შემოსავალი მილიარდ აშშ დოლარს აღემატება, ხოლო საერთაშორისო საინჟინრო პროექტები 30-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს.

ღონისძიებას ხვალ, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი,  სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გენერალური დირექტორი დავით თვალაბეიშვილი და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი დაესწრებიან.

გარდაბანში პირევლი თბოელექტროსადგური გასული წლის ივლისში გაიხსნა. მის მშენებლობაზე 231 მლნ აშშ დოლარი დაიხარჯა. ”გარდაბანი 1” თურქულმა კომპანია ÇALIK ENERJİ-მ ააშენა. მშენებლობა საპარტნიორო ფონდმა და საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციამ დააფინანსეს. თბოსადგური ყოველწლიურად 1.6 მილიარდ კილოვატსაათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

 

 

პოპულალურები