გარდაბანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა გარდაიცვალა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა, პაპუნა ბახტაძემ განუცხადა.
„ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა, ოპერაცია, შესაბამისი პროცედურები გაგრძელდა ტრავმატოლოგიაში. ოპერაციების დასრულების შემდგომ, საღამოს გარდაიცვალა“, – განაცხადა პაპუნა ბახტაძემ.
გარდაბანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას აღნიშნული პირის გარდა, კიდევ შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჯამში, გარდაცვლილია 8 ახალგაზრდა.
დიდი სიჩქარით მოძრავი BMW-ის მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა.
გარდაბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
ფოტო ავარიის ადგილიდან: სამირა ბაირამოვა
