LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიჩქარე კლავს, ნელა იარეთ!“- სამირა ბაირამოვა გარდაბანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპული ახალგზარდების დაკრძალვის კადრებს ავრცელებს

183
ავარია გარდაბანში

14 მაისს, გარდაბანში მომხდარმა უმძიმესმა ავტოსაგზაო შემთხვევამ საზოგადოება შეძრა – გარდაბანი-რუსთავის დამაკავშირებელი გზის ტერიტორიაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ადგილზე ემსხვერპლა 7 ახალგაზრდა, მე-8 დაშავებული ახალგაზრდა კი 15 მაისს, კლინიკაში გარდაიცვალა.

„გულისშემძვრელი დღეა… ეს არის ჩემი ყველაზე საშინელი კოშმარი, დღეს ჩემს მოსწავლეებს უკანასკნელ გზაზე ვაცილებ“ – რას წერს გარდაბანში ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდების მასწავლებელი

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპულები 22 მაისს დაკრძალეს. დაკრძალვის კადრებს აქტივისტი სამირა ბაირამოვა ავრცელებს და წერს:

„სიჩქარე კლავს, ნელა იარეთ!

Sürət öldürür, yavaş sürün!

გარდაბანში 9 დღის წინ მომხდარ ტრაგედიას 8 ახალგაზრდიდან ოთხს დღეს გასვენეს.

დაკრძალვა შავი ზურნით/საკრავით ჩატარდა იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებმაც სიცოცხლე ისე დაასრულეს, რომ ვერ მოასწრეს დაოჯახება, საკუთარი ქორწილის ნახვა

ოთხის ცხედარი იმდენად იყო დაზიანებული, რომ მათი იდენტიფიცირება მხოლოდ დნმ ანალიზით მოხერხდა.

ორი ძმა ბირლიკიდან ( გარდაბანი) იყო, ორი იორმუღანლოდან ( საგარეჯო)

გამძლეობა ოჯახს“, – წერს სამირა ბაირამოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g