LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარდაბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა

636
გარდაბანი

გარდაბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა. ავტოსაგზაო შემთხვევა გარდაბანში, სოფელ ბირლიკში მოხდა.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დიდი სიჩქარით მოძრავი „ბმვ“- ს მარკის ავტომობილი ხეს შეასკდა, რის შედეგადაც, 7 ადამიანი დაიღუპა, ერთი კი კლინიკაშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმეა.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა

შემთხვევის ადგილიდან კადრებს აქტივისტი სამირა ბაირამოვა სოციალურ ქსელში აზიარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g