LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„AM“ კატეგორიით პირს უფლება ენიჭება, მართოს მოპედი – მათ ვისაც უკვე აქვთ ნებისმიერი კატეგორიის მართვის მოწმობა, უფლება ექნებათ მართონ მოპედები ან მსუბუქი კვადროციკლები: იმედა მაკასარაშვილი

387
მოპედიი

„ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე იმედა მაკასარაშვილმა მოპედების სავალდებულო რეგისტრაციასთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელიც 2022 წლის 1-ლი მარტიდან სავალდებულო გახდება.

მისი თქმით, პირები, რომელთაც ნებისმიერი სხვა კატეგორიის მართვის მოწმობა აქვთ, უფლება ექნებათ მართონ „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება, ხოლო ადამიანებს, რომელთაც მართვის მოწმობა არ აქვთ, 16 წლიდან უფლება ექნებათ თეორიული გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში აღნიშნული კატეგორიის მართვის მოწმობა აიღონ.

„„AM“ კატეგორიით პირს უფლება ენიჭება, მართოს მოპედი ან/და მსუბუქი კვადროციკლი, რომელიც გაიცემა თეორიული გამოცდის ჩაბარების საფუძველზე, ხოლო იმ ადამიანებს, რომელთაც ნებისმიერი სხვა კატეგორიის მართვის მოწმობა აქვს, უფლება აქვს მართოს „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება.

„AM“ კატეგორიის მართვის მოწმობის ასაღებად საჭიროა, პირი იყოს 16 წლის და ჩააბაროს მხოლოდ თეორიული გამოცდა. რაც შეეხება საფასურს, 18 წლამდე პირები „AM“ კატეგორიის მართვის მოწმობის აღებისას გათავისუფლებული არიან მართვის მოწმობის მისაღები გამოცდის საფასურისგან, შესაბამისად აღნიშნული პირები, საფასურის გარეშე ერთჯერადად შეძლებენ გამოცდაზე გასვლას“, – განაცხადა იმედა მაკასარაშვილმა „ფორტუნას“ ეთერში საუბრისას.

 

magti 5g