LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ კომენტარების წაკითხვისას, თუ ოდნავ მაინც იზიარებთ პათოსს, დროა თავს მიხედოთ.. იმ დონემდე მიგვიყვანეს, რომ უკვე ერთმანეთის ცემაც გვიხარია“ – რას წერს მებო ნუცუბიძე

179
მებო ნუცუბიძე

მუსიკოსი მებო ნუცუბიძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსა და კანონპროექტის მოწინააღმდეგეებზე გახშირებულ თავდასხმებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მებო ნუცუბიძე წერს, რომ „ასეთ სავალალო და კატასტროფულ შედეგებს ვიღებთ, როცა ზიზღში ვცხოვრობთ“.

„ადამიანები დაგვაპირისპირეს, დაგვყვეს და იმ დონემდე მიგვიყვანეს, რომ უკვე ერთმანეთის ცემაც გვიხარია.

ასეთ კომენტარებს წავაწყდი ფეისბუქზე:

„უფრო ენერგიულადაც შეიძლებოდა. რა გვარს აფუჭებს ეს გაფუჭებული“;

„უფრო მაგრად უნდა ეცემათ“;

„ცოტა უკეთესადაც შეიძლებოდა ამ კაცუნას გალამაზება, მაგრამ სულ არარაობას ჯობია“;

„ვიდეო ვნახე და ძალიან უცნაური ცემაა. დადგმულს გავს“;

„ოცნებას უნდა უნთებდნენ სანთელს, ყოველი დღე ასეთი რომ არ აქვთ“;

„ისევ თავისიანები ცემენ, ეს პროცესი ამ დღეებში გააქტიურდება, მათი გეგმის ნაწილია“;

„მო… დამფინანსებლის ოჯახი!“;

„ვინ ცემა? არ იციან? ახალი სცენარია შეიძლება, დაიწყო სპექტაკლების სერია“.

მეტს აღარ გავაგრძელებ. არ აქვს მნიშვნელობა, ეს ხალხი ნამდვილია თუ ტროლ-ბოტები არიან.

მათი ტროლ-ბოტობა და „არანამდვილობა“ არაფერს ცვლის. სიტუაცია საგანგაშოა.

– ისევ მსხვერპლს აბრალებენ ყველაფერს

– ისევ აგრძელებენ სირაქლემას პოზაში ყოფნას

– ისევ ვერ ხედავენ პრობლემას საკუთარ მხარეს

– ისევ ავრცელებენ „გამაპრავებელ“ ნარატივს, „უბრალო“ ხალხის პირით

– ისევ ამწვავებენ დაყოფას და იარლიყების მირტყმას: სხვანაირად ფიქრობ, „ნაცი“ ხარ. გცემეს – „ნაცი“ ხარ.

– ისევ არავინ ითხოვს გამოძიებას

– ისევ არავინ ითხოვს სამართლიანობას

აი, ასეთ სავალალო და კატასტროფულ შედეგებს ვიღებთ, როცა ზიზღში ვცხოვრობთ.

და როცა ამ ზიზღის გაღვივებას განზრახ უწყობენ ხელს.

ამ კომენტარების წაკითხვისას, თუ ოდნავ მაინც იზიარებთ პათოსს, დროა თავს მიხედოთ. მე მაინც მჯერა, რომ არასდროსაა გვიანი გავხდეთ უკეთესი ადამიანები“, – წერს მებო ნუცუბიძე სოციალურ ქსელში.

ადამიანები დაგვაპირისპირეს, დაგვყვეს და იმ დონემდე მიგვიყვანეს, რომ უკვე ერთმანეთის ცემაც გვიხარია. ასეთ კომენტარებს…

Posted by Mebo Nutsubidze on პარასკევი, 10 მაისი, 2024
mazda magti 5g