LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ კონკურსის ჟიურის წევრად დამიძახეს, შუა კონკურსში გული გამისკდა და წამოვედი… ეს არის მაიმუნების სამყარო“ – გიორგი ნაზღაიძე

267
page

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორს“ მოდელი და ტელეწამყვანი გიორგი ნაზღაიძე სტუმრობდა. გადაცემაში მან სამოდელო კარიერა გაიხსენა და სილამაზის კონკურსზე ,,მისტერ ვალენტინი” ისუაბრა.

ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი მაია ასათიანის გადაცემა იყო, „პროფილი“, როცა ჩემი თამამი ფოტოები გაასაჯაროვეს. ამ ამბავს დიდი ხმაური მოჰყვა, პირველი მამაკაცი ვიყავი საქართველოში, ვინც გაშიშვლდა. იმ დროს მოდელობა ძალიან ცუდად აღიქმებოდა. მახსოვს, ერთხელ ერთი ივენთის დროს „დედათა კავშირის“ წევრი მომვარდა და ჯვარი ჩამარტყა თავში.

მაშინ კონკურსი იყო კონკურსი და დღეს რაც ხდება, ეს არის მაიმუნების სამყარო, რომელშიც გაურკვეველი ადამიანები მონაწილეობენ. ეს არის ჩემი შეფასება. ერთხელ დამიძახეს ამ კონკურსის ჟიურის წევრად, შუა კონკურსში გული გამისკდა და წამოვედი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები