LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე და ბენმა ერთმანეთი მსგავსი აპლიკაციის მეშვეობით გავიცანით და მივხვდი, რომ საქართველოში არ არის ასეთი აპლიკაცია“ – ნუკი კოშკელიშვილმა გადაცემა „ვიზიტორში“ აპლიკაცია „დამაჯახეს“ შესახებ ისაუბრა

353
page

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ ვიზიტორის“ ტელეწამყვანი, ნუკი კოშკელიშვილი სტუმრობდა, რომელმაც თავის ახალ წამოწყებებზე ისაუბრა.

გადაცემის LIVE

„მე და ბენმა ერთმანეთი მსგავსი აპლიკაციის მეშვეობით გავიცანით და მივხვდი, რომ საქართველოში არ არის ასეთი აპლიკაცია, შემდეგ დავხვეწეთ და დავამატეთ ფსიქოლოგიური ტესტი, რომელიც დაასკვნის, რამდენად ემთხვევით და ეწყობით ერთმანეთს. ერთი წელია, რაც ამას ვაკეთებთ, აპლიკაციას ჰქვია „დამაჯახე“, სხვათა შორის, მისი შექმნა არ არის მარტივი ამბავი, ამისთვის გვყავს გუნდი. უფასო აპლიკაციაა და შესაბამისად, არანაირი შემოსავალი არ არის. ხელმისაწვდომია „ეფლ სთორიზე“. სერვერს აქვს რესურსი,  მილიონობით მომხმარებელი აიტანოს. პროგრამას აქვს ფილტრი, სადაც შეგიძლია, ჩაწერო ასაკი, სქესი, ქალაქი. აქვს დაბლოკვისა და დარეპორტების ფუნქციაც. ასე გავყავით, მე ვაკონტროლებ კოსმეტიკის საკითხებს, ბენი აკონტროლებს აპლიკაციას“, – ამბობს ნუკი

ნუკი კოშკელიშვილი: „ვიღაცამ რომ მომწეროს, ბენს საყვარელი ჰყავსო, გავსკდები სიცილით…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები