LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ მებრძოლს და მართლა გოლიათს, საქართველოს მოყვარულს და პატრიოტს ბოლოს ტაძარში შევხვდი, ერთმანეთს ჩავეხუტეთ“ – რას წერს ნადიმ ხმალაძე უკრაინაში დაღუპულ სამხედროზე

240
Untitled design

უკრაინაში მიმდინარე ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერია 27-ე ქართველი მებრძოლია, რომელიც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის დროს დაიღუპა.

გარდაცვლილი მეომრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს ასევე უკრაინაში მყოფი ნადიმ ხმალაძე და იხსენებს, როდესაც მას ბოლოს შეხვდა:

„მე ამ მებრძოლს და მართლა გოლიათს, საქართველოს მოყვარულს და პატრიოტს ბოლოს იმ დღეს ჩვენი აწ დაღუპული გმირის მეგობრის და მებრძოლის, რომელიც ბოლოს გამოვაცილეთ საქართველოსკენ, ვოლოდიმირის ტაძარში შევხვდი, ჩავეხუტეთ ერთმანეთს, როგორც ყველა აქ მყოფი მებრძოლი მოვეფერეთ ერთმანეთს, მივუსამძიმრეთ ერთმანეთს და შევპირდით, რომ აქ აღარ შევხვდებოდით.

სამწუხაროდ, მას ცოცხალს ვეღარ შევხვდები და კიდევ ერთხელ მოგვიწევს დანარჩენ ძმებს შეხვედრა და ჩვენი გოლიათის გამოცილება მშობლიურ მიწაზე.

ვერაფერს ვამბობ. ვიზიარებ მწუხარებას, თანავუგრძნობ მის ოჯახს და მთელ საქართველოს. მე ძალიან მტკივა ყველა მათგანი. ნათელი მათ და მარადიული ხსოვნა“, – წერს ნადიმ ხმალაძე სოციალურ ქსელში.

“ჩვენ ვერ გაგვტეხენ…როცა აღარ ვიქნები სამშობლოს მტრისგან დახსნის საქმე თქვენ გააგრძელეთ” – უკრაინაში დაღუპული ქართველის მამა

“მომეწონა მისი ვაჟკაცური მიდგომა საკითხისადმი.. ვიზიარებ მწუხარებას საქართველო, კიდევ ერთი გმირი დავკარგეთ!” – ლადო გამსახურდია